მარჩილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარჩილივერცხლის ფულის სახელწოდება საქართველოში. (სახელი უნდა მომდინარეობდეს ვენეციური ვერცხლის „მარჩელოს“ სახელწოდებიდან). გავრცელდა XVI—XVII საუკუნეებში. როგორც ვახტანგ VI-ის „დასტურლამალიდან“ ირკვევა, XVIII საუკუნეში მარჩილი 12 შაურს ანუ 3 აბაზს შეადგენდა. მისი მასა სხვადასხვანაირი იყო. მარჩილი იხმარებოდა XVII საუკუნეში საქართველოში გავრცელებული ევროპული მონეტის — ტალერის აღსანიშნავადაც (ამ დროს ტალერი 3 აბაზად ფასობდა, ხოლო 3 აბაზი 1 მარჩილს შეადგენდა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქებულაძე რ., ევროპული მონეტების მიმოქცევა საქართველოში XV-XVII საუკუნეები, თბ., 1971;
  • ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგნ. 3, ნაკვ. 3 — ქართული საფას-საზომთამცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა-მეტროლოგია, ტფ., 1925;