საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტისაქართველოს პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტი. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაციას უწევს ქვეყანაში კულტურის პოლიტიკას, მათ შორის ამ სფეროში ინსტიტუციური რეფორმებისა და პროგრამების განსაზღვრასა და განხორციელების ზედამხედველობას. ამზადებს/იხილავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ კანონპროექტებს.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტი დაფუძნდა 2021 წლის 16 მარტს.[1] კულტურის საკითხები 2021 წლამდე შედიოდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ფარგლებში, თუმცა პარტიამ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ კულტურის კომიტეტის ცალკე ჩამოყალიბების გადაწყვეტილება მიიღო, რითაც პარლამენტში მე-16 კომიტეტი შეიქმნა. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარედ ქართველი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის ელჩი[2] და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი, ელისო ბოლქვაძე აირჩიეს.[3] კულტურის კომიტეტის შემადგენლობაში შედის 11 დეპუტატი.

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტმა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხად სახელოვნებო განათლების განვითარების ხელშეწყობა განსაზღვრა. მუშაობა მიმდინარეობს საქართველოს კანონში საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებისთვის. კულტურის კომიტეტის პრიორიტეტებად განისაზღვრა ქვეყანაში არტ-ინდუსტრიის დანერგვა-განვითარების მიმართულების ხელშეწყობა და კულტურული დიპლომატიის განვითარება ქართული კულტურის წარმოსაჩენად მსოფლიოში.

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელოვნებო განათლების რეფორმა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2021 წელს კომიტეტმა მუშაობა დაიწყო სახელოვნებო განათლების რეფორმაზე. კომიტეტის განახორციელა ინიცირება საქართველოს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“ ცვლილების თაობაზე, რომლის მიხედვითაც მოხდება პედაგოგის სტატუსის მინიჭება პროფესიულ პედაგოგებზე.

კანონპროქტი ითვალისწინებს ტერმინის „მასწავლებლობის მაძიებელი“ განმარტების ცვლილებას. მასწავლებლის მაძიებლად აგრეთვე ჩაითვლება პირი, რომელსაც აქვს სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი. ცვლილებით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლებად დასაქმდებიან ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომი და აქვთ სახელოვნებო სფეროში პროფესიული განათლება. სახელოვნებო განათლების რეფორმის ფარგლებში შექმნილ სამუშაო ჯგუფში საერთაშორისო ექსპერტები ჩაერთვებიან.[4]

ამავე რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა სკოლის ბაზაზე განიხილება ახალი საპილოტე სახელოვნებო სკოლების შექმნის იდეა და ინოვაციური პროგრამების შემუშავება.[5]

კულტურის კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურის კომიტეტთან შექმნილია სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო, რომელიც კულტურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებითა და ექსპერტებითაა დაკომპლექტებული. საბჭოს წევრები კომიტეტს საკუთარ ხედვებს, გამოცდილებებს უზიარებენ და არსებული პრობლემების გადაჭრაში ეხმარებიან.[6]

კულტურის დიპლომატია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კულტურის კომიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს კულტურის დიპლომატია და მისი მეშვეობით, ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს ხელშეწყობა წარმოადგენს. კომიტეტი ხშირად მართავს შეხვედრებსა და სამუშაო ვიზიტებს სხვადასხვა ქვეყნებში, თანამშრომლობს კულტურის სფეროში მოღვაწე კოლეგებთან და სფეროს წარმომადგენლებთან გამოცდილების გაზიარებისა თუ სამომავლო მიზნების დასახვისთვის. შეხვედრები იმართება საქართველოში არსებულ დიპლომატიურ კორპუსთანაც.

კულტურის დიპლომატიის ფორმატით კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ და კომიტეტის წევრებმა 2021-2022 წლებში სამუშაო შეხვედრები გამართეს საფრანგეთში[7][8][9], ლატვიაში[10][11][12], ბელგიაში[13][14][15][16], სერბეთში,[17][18][19] საბერძნეთსა[20][21] და იტალიაში.[22][23][24][25][26]

წევრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წლის აპრილის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტში 11 წევრია:[27]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კულტურის კომიტეტის დებულება
  2. Georgian pianist Elisso Bolkvadze named UNESCO Artist for Peace
  3. პარლამენტის კულტურის კომიტეტს ელისო ბოლქვაძე უხელმძღვანელებს
  4. პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომლითაც მასწავლებლის მაძიებლად ჩაითვლება სახელოვნებო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირი
  5. პარლამენტის კულტურის კომიტეტი სახელოვნებო განათლების სფეროს სისტემური ცვლილებების განხორციელებას გეგმავს
  6. კულტურის კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნება
  7. ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის სენატში შეხვედრებს მართავს
  8. ელისო ბოლქვაძე პარიზის ნაციონალურ ასამბლეაში კულტურის და განათლების კომისიის პრეზიდენტს, ბრუნო სტუდერს შეხვდა
  9. ელისო ბოლქვაძე ფრანგული ჟურნალის დირექტორებს შეხვდა
  10. ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს, არვილს აშერადენსს შეხვდა
  11. ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკაში კულტურის სფეროს დაწესებულებებს ეცნობა
  12. ელისო ბოლქვაძემ ლატვიის რესპუბლიკაში „დძინტარის” საკონცერტო დარბაზი მოინახულა
  13. ელისო ბოლქვაძე დედოფალ ელისაბედის სახელობის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის აღმასრულებელ პრეზიდენტს ბერნარდ დე ლონუას შეხვდა
  14. ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ლუვენის უნივერსიტეტის რექტორს ბერნარდ კულისს შეხვდნენ
  15. ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ბელგია-საქართველოს მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს მარკ დემესმაეკერს შეხვდნენ
  16. ელისო ბოლქვაძე და ირაკლი მეზურნიშვილი ევროკომისიის განათლების, ახალგაზრდობის, სპორტისა და კლულტურის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს თემის ქრისტოფიდუს შეხვდნენ
  17. ელისო ბოლქვაძე და ხათუნა კვიციანი სერბეთის ეროვნული ასამბლეის კულტურისა და მედიის კომიტეტის თავმჯდომარეს სანდრა ბოჟიჩს შეხვდნენ
  18. ელისო ბოლქვაძე და ხათუნა კვიციანი სერბეთის ეროვნული ასამბლეის საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს დუბრავკა ფილიპოვსკის შეხვდნენ
  19. ელისო ბოლქვაძემ ბელგრადში „საქართველოს დღის“ ღონისძიება გახსნა
  20. ელისო ბოლქვაძე საბერძნეთის კულტურისა და სპორტის მინისტრს ლინა მენდონის შეხვდა
  21. Meeting of Chairperson of Educational Affairs Committee and Chairperson of Greece-Georgia Parliamentary Friendship Group with Chairperson of Educational Affairs Committee of Parliament of Georgia
  22. ელისო ბოლქვაძე იტალიის პარლამენტში, დეპუტატთა პალატის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვიტორია კაზას შეხვდა
  23. ელისო ბოლქვაძე იტალიის საკონცერტო დარბაზის “SANTA CECILIA HALL” პრეზიდენტს მიკელე დალ’ონგაროს შეხვდა
  24. საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია წმინდა საყდრის კულტურის პონტიფიკალური საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილეებს შეხვდა
  25. ელისო ბოლქვაძე ვატიკანში წმინდა საყდრის აღმოსავლური ეკლესიების კონგრეგაციის გენერალურ მდივანს, არქიეპისკოპოს ჯორჯო დემეტრიო გალაროს შეხვდა
  26. საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ვიზიტი იტალიაში
  27. კულტურის კომიტეტის წევრები