სასხორის გერის წმინდა გიორგის ეკლესია
იერსახე
სასხორის გერის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სასხორში.
სასხორის გერის წმინდა გიორგის ნიში მთავარი გზის პირას, სოფლის მოედანზე მდებარეობს. მოწყობილია ძველი ნაეკლესიარის ადგილას. ფლეთილი ქვით ნაშენი კედლები მიწის დონიდან ქვევით არის მოქცეული. დასავლეთიდან, სამხრეთ კიდეზე, რამდენიმე საფეხურიანი ჩასასვლელია მოწყობილი. კედლებით მოზღუდული სივრცე, აღმოსავლეთით, ნახევარწრით სრულდება. ნაგებობის ჩრდილო-აღმოსავლეთით მოწყობილია სალოცავი ნიში. შიდა სივრცეში ამოსულია ხეები. სამხრეთ კედელთან ყრია სამშენებლო ქვები.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 30922