სასოწარკვეთილი დიასახლისები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სასოწარკვეთილი დიასახლისები
Desperate Housewives Logo.svg
ჟანრი კომედია, დრამა, საპნის ოპერა
ავტორი მარკ ჩერი
მონაწილეობენ ტერი ჰაჩერი
ფელისიტი ჰაფმანი
მარშა კროსი
ევა ლონგორია
ნიკოლეტ შერიდანი
ქვეყანა აშშ
სეზონი 8
ეპიზოდი 180 (ეპიზოდების სია)
კომპანია
პროდიუსერ(ებ)ი ლარი შოუ, დევიდ გროსმანი
ეთერი
ორიგინალური არხი ABC
ჩვენების ფორმატი 480i (SDTV)
1080i (HDTV)
აუდიო ფორმატი 5.1
პირველად ეთერში ოქტომბერი 3, 2004 (2004-10-03)
უკანასკნელად ეთერში მაისი 13, 2012 (2012-05-13)
საიტი abc.com/shows/desperate-housewives

სასოწარკვეთილი დიასახლისები (ინგლ. Desperate Housewives) — ამერიკული სატელევიზიო დრამედიული სერიალია, შექმნილი მარკ ჩერის მიერ, რომელიც ასევე შოუ რანერიცაა, და პროდიუსირებული ეიბისი სტუდიოს (ვოლტ დისნეი კომპანიის ძირითადი სატელევიზიო სტუდია) და ჩერი პროდაქშენის მიერ. აღმასრულებელი პროდიუსერები, მომავალი მეოთხე სეზონის მიხედვით, მარკ ჩერი, ბობ დეილი, ჯორჯ დაბლიუ პერკინსი, ჯონ პარდი და ჯოუი მერფი არიან.

შოუს მოქმედების ადგილი ქუჩა ვისტერია ლეინია, გამოგონილ ამერიკულ ქალაქში, ფეარვიუ. ის ქალთა ჯგუფის ცხოვრებას მისდევს, მათი გარდაცვლილი მეზობელის თვალით, მაშინ როდესაც ისინი ოჯახური ცხოვრების და საშინაო გასაჭირებს ებრძვიან, ხვდებიან დამალულ საიდუმლოებებს, დანაშაულს და მათი ერთი შეხედვით ლამაზ, გარეუბნულ სამეზობლოს კარებს უკან დამალულ გამოცანებს.

შოუს მთავარ მსახიობთა კოლექტივი შემდეგნაირია: ტერი ჰათჩერი სუზან მაიერის როლს ასრულებს, ფელისიტი ჰუფმანი — ლინეტ სკავო, მარშა კროსი — ბრი ჰოჯი, ევა ლონგორია — გაბრიელ სოლისი და ნიკოლეტ შერიდანი — ედი ბრიტი. ბრენდა სტრონგი არის შოუს მთხრობელი, ის ასევე მერი ელის იანგის როლს თამაშობს, რომელმაც თავი მოიკლა. მას შემდეგ, რაც შოუს პრემიერა ეიბისიზე შედგა (3 ოქტომბერი, 2004 წელი), ის კრიტიკოსებმა ისევე კარგად მიიღეს, როგორც აუარებელმა მაყურებელმა. სერიალი არის ემის, ოქროს გლობუსისა და კინომსახიობთა გილდიის მფლობელი. 2007 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ 115-დან 119 მილიონამდე მაყურებლით ეს ყველაზე პოპულარული შოუა თავის „სამშობლოში“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]