ნიკოლეტ შერიდანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ნიკოლეტ შერიდანი
Nicollette Sheridan at the Beowulf premiere.jpg
დაბადების თარიღი 21 ნოემბერი, 1963
უორთინგი, გაერთიანებული სამეფო
ეროვნება ბრიტანელი
მოქალაქეობა აშშ
ეთნიკურად ინგლისელი
საქმიანობა მსახიობი, მოდელი
აქტიური 1984-დღემდე
მეუღლე(ები) ჰარი ჰამლინი
(ქ. 1991; განქ. 1992)
აარონ ფიპერსი
(ქ. 2015; განქ. 2018)

ნიკოლეტ შერიდანი (ინგლ. Nicollette Sheridan; დ. 21 ნოემბერი, 1963, უორთინგი, გაერთიანებული სამეფო) — ინგლისელი მსახიობი. სახელი გაითქვა სერიალში „სასოწარკვეთილი დიასახლისები“ შესრულებული იდი ბრიტის როლით. ამ როლისათვის იგი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის ჯილდოზე.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნიკოლეტ შერიდანი დაიბადა 1963 წლის 21 ნოემბერს უორთინგში, სამხრეთ ინგლისში, გაერთიანებულ სამეფოში. დედამისი, ასევე მსახიობი სალი ადამსი 16 წლის იყო, როდესაც ის გააჩინა[1]. როდესაც ნიკოლეტი 10 წლის იყო მამამისმა ოჯახი მიატოვა, რის შემდეგაც მამა-შვილს ერთმანეთი აღარ უნახავს[2].

1969 წელს დედამისი ჯეიმზ ბონდის ფილმ „მისი აღმატებულების საიდუმლო სამსახურში“ გადაიღეს, სადაც გაიცნო მსახიობი ტელი სავალასი, რომელიც შემდეგში ნიკოლეტის მამინაცვალი გახდა[2].

როდესაც იგი ათი წლის იყო, 1973 წელს ის და დედამისი ინგლისიდან აშშ-ში გადასახლდნენ[3].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შერიდანმა თავიდან თავისი კარიერა სამოდელო სფეროში დაიწყო. იგი გამოჩნდა ისეთი პრესტიჟული ჟურნალების გვერდებზე, როგორებიცაა: Vogue და Cosmopolitan. მისი სამსახიობო დებიუტი 1984 წელს შედგა სერიალში „ქაღალდის თოჯინები“, სადაც იგი ერთ-ერთ მთავარ, ტერინ ბლეიკის როლს ასრულებდა. 1989 წელს ფილმში „ბინძური ტენისი“ შეასრულა თავისი თავის როლი.

1986-1993 წლებში სერიალ „კვანძების გაშვებაში“ ასრულებდა მთავარ, პეიჯ მეთესონის როლს. 1991 წელს სერიალში „სამოთხე“ შეასრულა ლილის როლი. ამას მოჰყვა 1992 წელს სერიალ „ვიღაცის ქალიშვილში“ შესრულებული სარას როლი.

ამის შემდეგ იგი მრავალ სერიალში გადაიღეს ეპიზოდურ როლებში. აღსანიშნავია, რომ გარდა მსახიობობისა, იგი გამხმოვანებელიცაა. 2001 წელს გაახმოვანა ანიმაციური სერიალი „ტარზანის ლეგენდა“.

2004 წელს ნიკოლეტ შერიდანი სერიალ „სასოწარკვეთილ დიასახლისებში“ დაამტკიცეს იდი ბრიტის როლზე[4], რომელმაც მას განსაკუთრებული პოპულარობა და აღიარება მოუტანა. აღსანიშნავია, რომ თავიდან განიხილებოდა მისი ბრი ვან დე კამპის როლზე დამტკიცება, თუმცა ის როლი შემდგომში მარშა კროსს მისცეს[4]. იგი სერიალში 2009 წლამდე თამაშობდა, სანამ მისი პერსონაჟი არ გარდაიცვალა. იდი ბრიტის როლისათვის იგი ორჯერ იყო ნომინირებული ოქროს გლობუსის, ხოლო ერთხელ ტელე-მსახიობთა გილდიის ჯილდოზე.

სამ სერიალში შესრულებული ეპიზოდური როლის შემდეგ, 2018-2019 წლებში იგი სერიალ „დინასტიაში“ თამაშობდა ერთ-ერთი თავარი პერსონაჟის, ალექს კარინგტონის როლს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1979-1985 წლებში ნიკოლეტ შერიდანი ხვდებოდა მუსიკოს ლიფ გარეტს[5]. ამის შემდეგ მას ურთიერთობა ჰქონდა სკოტ ბაიოსთან, ჯიმი ვან პატენსა და როჯერ უილსონთან[6]. 1991 წლის 7 სექტემბერს იგი მსახიობ ჰარი ჰამლინზე დაქორწინდა, რომელსაც მალევე, 1992 წელს გაეყარა[7].

2004-2005 წლებში მას ურთიერთობა ჰქონდა შვედ პერსონალურ ტრენერ ნიკლას სოდერბლომთან[8], მის შემდეგ კი თავის ყოფილ შეყვარებულს, მაიკლ ბოლტონს დაუბრუნდა.

შერიდანი და ბოლტონი 2006 წელს დაინიშნენ[9][10]. წყვილი 2008 წელს დაშორდა, მას შემდეგ, რაც ნიკოლეტმა კომპანია London Fog-თვის შიშველმა იპოზიორა[11].

2015 წლის დეკემბერში ნიკოლეტ შერიდანი აარონ ფიპერსზე დაქორწინდა, რომელსაც 2016 წლის 19 ივნისს გაშორდა[12], 2018 წლის აგვისტოში კი საბოლოოდ დასრულდა მათი განქორწინება[13].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. "Nicollette Sheridan Biography (1963-)". Film Reference.com. Retrieved 21 July 2016.
  2. 2.0 2.1 "If Movies Aren't the Sure Thing for Nicollette Sheridan, She's Got Her Guy, Leif Garrett - Vol. 23 No. 15". Retrieved 29 November 2017.
  3. Staff, Hollywood.com (10 February 2015). "Nicollette Sheridan - Biography and Filmography - 1963". Retrieved 29 November 2017.
  4. 4.0 4.1 Desperately Seeking a Ratings Hit. The Daily Telegraph. 5 January 2005. Retrieved 31 December 2009.
  5. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-14. ციტირების თარიღი: 2020-03-06.
  6. "Behind the Music". VH1 "Behind the music" (transcript on USA Today website). 28 August 2002.
  7. "Short Takes". The Des Moines Register, p. 16. 24 August 1992.
  8. Nicollette Sheridan and Fiancé Split, USA Today, October 26, 2005
  9. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-09-15. ციტირების თარიღი: 2020-03-06.
  10. http://www.people.com/people/article/0,,20221487,00.html
  11. "Nicollette Sheridan Strips Naked for Charity" Archived 8 March 2008 at the Wayback Machine Showbiz Spy, March 5, 2008
  12. Mizoguchi, Karen (20 July 2016). "Nicollette Sheridan and Husband Aaron Phypers Divorce After Six Months of Secret Marriage". People. Retrieved 11 September 2016.
  13. Stone, Natalie (21 August 2018). "Desperate Housewives' Nicollette Sheridan and Aaron Phypers' Divorce Has Been Finalized". People. Retrieved 28 August 2018.