სასირეთის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სასირეთის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ სასირეთის ზემო უბანში. თარიღდება XVI-XVII საუკუნეებით. კოშკი ცილინდრულია, ნაგებია რიყის ქვით. შესასვლელი მეორე სართულზე აქვს. კედელში დატანებული კიბე პირველ სართულზე ჩადის. ამ სართულზე ოთხი ნიში და ოთხი ვიწრო სარკმელილია. სართულშუა გადახურვა გუმბათოვანია. მეორე სართულზე სათოფურები გადაკეთებულია საკმაოდ დიდი ზომის ოდნავ შეისრულთაღიან სარკმლებად. კარის პირდაპირ ბუხარია. კედელში დატანებულია მესამე სართულზე ასასვლელი ქვის კიბე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]