სასახლის ნავსადგური
სასახლის ნავსადგურის ლომები Дворцовая пристань | |
---|---|
კოორდინატები | 59°56′23″N 30°18′32″E / 59.939722° ჩ. გ. 30.308889° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი |
არქიტექტორი | კარლ როსი |
მოქანდაკე | ანდრეი გოტმანი |
დაწყების თარიღი | 1820 |
დასრულების თარიღი | 1824 |
თარიღდება | 1824 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
სასახლის ნავსადგური (რუს. Дворцовая пристань) — პატარა ნავსადგური მდინარე დიდი ნევის სანაპიროზე სანქტ-პეტერბურგში, რომელიც შეიქმნა არქიტექტორ კარლ როსის პროექტის მიხედვით XIX საუკუნის პირველ მეოთხედში და გააფორმეს ლომების ქანდაკებებით.
მდებარეობს მთავარი საადმირალოს, სასახლის ხიდისა და ზამთრის სასახლის ახლოს. 2008 წლის მდგომარეობით გამოიყენება სასეირნო კატერების მისაღებად, ხოლო 2004 წელს იყენებდნენ ასევე წყლის ავტობუსების გასაჩერებლად.
ნავსადგური პრაქტიკულად არის ფართო გრანიტის კიბიანი დაღმართი მდინარე დიდ ნევაზე, რომლის ნაპირებზე, თუჯის კვარცხლბეკებზე განთავსებულია ლომების ქანდაკება, რომლებიც ერთმანეთისკენ არიან თავით შებრუნებულები.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ზამთრის სასახლის მიმდებარედ ნევის სანაპიროს გაფორმების პირველი იდეა გაჩნდა 1817 წელს. პირველი შემონახული გეგმა ეკუთვნოდა არქიტექტორ ლუიჯი რუსკას, რომელიც შექმნილი იყო ჯერ კიდევ საადმირალოს თხრილის აგებამდე.
სხვა პროექტი შემონახულია მ. ე. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ესტამპების განყოფილებაში. იგი უცნობი მხატვრის ნამუშევარია, რომელზეც გამოსახულია ნავსადგური ორი მწოლიარე ლომის გამოსახულებით[1].
სასახლის ნავსადგური ააშენეს 1820-1824 წლებში. იგი მდებარეობდა სასახლის გასასვლელის მხარეს მდინარე ნევაზე. ამჟამად ამ ადგილზე განთავსებულია სასახლის ხიდი[2].
ნავსადგური ააშენეს არქიტექტორ კარლ როსის ნახაზების მიხედვით ზამთრის სასახლის მიმდებარე ტერიტორიის კეთიმოწყობის პროექტის ფარგლებში. სამშენებლო სამუშაოებს თავად იმპერატორი ნიკოლოზ I კურირებდა, ხოლო აშენებდა ინჟინერი ანდრეი გოტმანი. ამავდროულად ააშენეს პეტრეს დაღმართი მთავარი საადმირალოს დასავლეთ პავილიონთან[3][2].
კარლ როსის წინადადებით ლომების ქანდაკებები წარმოადგენენ ფლორენციის სინიორის მოედნის ლომების კოპიოს. კარლ როსიმ ასეთივე ლომები დაამონტაჟა მიხაილოვსკის სასახლესთან.
მას შემდეგ, რაც ნავსადგურის ყველა დეტალი დაამტკიცეს, ნავსადგურის მშენებლობაში 1828-1832 წლებში მშენებლობა შეჩერდა, რომლის მიზეზიც ისტორიკოსებს აქამდე ვერ აუხსნიათ. საბოლოოდ ნავსადგურზე სპილენძის ლომები და პორფირის ვაზები 1832 წელს დაამონტაჟეს. 1873-1874 წლებში ვაზები გადაიტანეს პეტრეს დაღმართის ტერიტორიაზე. 1875 წელს სანაპიროზე მოაწყვეს ბულვარი, რომელსაც 1974 წლიდან ეწოდება საადმირალოს სანაპირო. 1879 წლიდან სანაპიროზე მოძრაობა დაუშვეს[4][2].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Нестеров В. В. Львы стерегут город. — Л.: Художник РСФСР, 1971.
- ↑ 2.0 2.1 2.2 Ю. М. Пирютко. Пристани. Городское хозяйство → Транспорт → Морской транспорт. Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-04. ციტირების თარიღი: 2008-11-24.
- ↑ Александр Викторович. Дворцовая набережная. Главная → История Санкт-петербурга → Улицы. walkspb.ru. ციტირების თარიღი: 19 ноября 2008.
- ↑ Статья «Адмиралтейская набережная» на сайте Информационный портал Санкт-Петербурга