პეტრეს დაღმართი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პეტრეს დაღმართი
Петровский спуск
Admiralty Embakment 16.jpg
ნევის ნავსადგური
კოორდინატები 59°56′15″N 30°18′11″E / 59.9375° ჩ. გ. 30.303056° ა. გ. / 59.9375; 30.303056
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი კარლ როსი
მოქანდაკე ანდრეი გოტმანი
დაწყების თარიღი 1820
დასრულების თარიღი 1824
თარიღდება 1820-1824
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810691003

პეტრეს დაღმართი (რუს. Петровский спуск) — ისტორიული ნავსადგური სანქტ-პეტერბურგის ცენტრში, მდინარე დიდ ნევაზე. მდებარეობს მთავარი საადმირალოს დასავლეთ პავილიონში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად საადმირალოს ფლიგელებს შორის სანაპიროს აშენებამდე მდებარეობდა საადმირალოს ნავსადგური[1].

პეტრეს დაღმართმა შემოინახა სახელწოდება, რომელიც უწოდეს მშენებლობის დროს. მან სახელი მიიღო იქვე მდებარე მოედნისაგან, რომელსაც ეწოდებოდა პეტრეს მოედანი. განსხვავებით დაღმართისაგან მოედანმა არაერთხელ გამოიცვალა სახელი (პეტრეს → სენატის → დეკაბრისტების → კვლავ სენატის).

პეტრეს დაღმართი ააშენა ინჟინერმა ანდრეი გოტმანმა სასახლის ნავსადგურთან ერთად 1820-1824 წლებში, რომელიც მდებარეობდა სასახლის გასასვლელში ნევაზე. თავად პეტრეს დაღმართი მდებარეობდა მთავარი საადმირალოს დასავლეთ პავილიონთან[2].

ვაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პორფირის ვაზა

პეტრეს დაღმართზე აღმართეს პორფირის ვაზები. ისინი დაამონტაჟეს თუჯის კვარცხლბეკზე, ჩამოასხეს არქიტექტორ ლუდოვიკ შარლემანის პროექტის მიხედვით. აღნიშნული კვარცხლბეკები დაამზადეს სასახლის ნავსადგურის ლომების კვარცხლბეკთან ერთად.

პორფირის ვაზები დაამზადეს შვედეთში. 1830 წელს ისინი ჩამოტანეს რუსეთში, როგორც შვედეთის მეფის საჩუქარი და 1832 წლამდე ტავრიდის სასახლეში იმყოფებოდა. ამის შემდეგ იგი დაამონტაჟეს სასახლის ნავსადგურში ლომებთან ერთად. საადმირალოს სანაპიროს გახსნასთან დაკავშირებით კი გადაიტანეს ამ ადგილზე[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Б. К. фон Миних. Диспозиция и церемониал торжественного въезда императрицы Анны Ивановны в С.-Петербург 16 генваря 1732 года. — Вып. 2. — СПб: Русский архив, 1867.
  2. Ю. М. Пирютко. Пристани. Городское хозяйство → Транспорт → Морской транспорт. Энциклопедия Санкт-Петербурга. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2011-08-25. წაკითხვის თარიღი: 2008-11-24.
  3. Нестеров В. В. Львы стерегут город. — Л.: Художник РСФСР, 1971.