შინაარსზე გადასვლა

სარფი (ქემალფაშის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
სარფი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ქემალფაშა (ართვინი)
კოორდინატები 41°31′04″ ჩ. გ. 41°32′55″ ა. გ. / 41.51778° ჩ. გ. 41.54861° ა. გ. / 41.51778; 41.54861
მოსახლეობა 237 (2007)[1] ,
245 (2008)[1] ,
233 (2009)[1] ,
212 (2010)[1] ,
211 (2011)[1] ,
194 (2012)[1] ,
202 (2013)[1] ,
217 (2014)[1] ,
213 (2015)[1] ,
211 (2016)[1] ,
213 (2017)[1] ,
202 (2018)[1] ,
181 (2019)[1] ,
181 (2020)[1] ,
177 (2021)[1] ,
192 (2022)[1] ,
162 (2023)[1] ,
165 (2024)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3[2] და თურქეთის დრო[3]
სატელეფონო კოდი 466[4]
საფოსტო ინდექსი 08600
საავტომობილო კოდი 08[5]
სარფი (ქემალფაშის რაიონი) — თურქეთი
სარფი (ქემალფაშის რაიონი)

სარფი (თურქ. Sarp) — სოფელი ქემალფაშის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს ართვინიდან 86 კილომეტრში, ხოლო ქემალფაშიდან 5 კილომეტრში.[6] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 181 ადამიანი ცხოვრობს.[7] 1921 წელს თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის საზღვრის განსაზღვრის დროს, სოფლის ორად გაყოფის შედეგად გაჩნდა ორი სოფელი. საქართველოში ამ სოფლის დარჩენილ ნაწილსაც სარფი ჰქვია. ორ სოფელს შორის მდებარეობს სარფის სასაზღვრო გამტარი პუნქტი თურქეთსა და საქართველოს შორის.

1877-1878 წლების ოსმალეთ-რუსეთის ომის შემდეგ სოფელი რუსეთის იმპერიის საზღვრებშია. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წელს, როდესაც თურქეთსა და საბჭოთა კავშირს შორის საზღვარი განისაზღვრა, სოფელი ორად გაიყო. ორივე სოფელმა შეინარჩუნა სახელწოდება. თურქეთსა და საქართველოს შორის 1989 წელს გახსნილი სასაზღვრო გამტარი პუნქტი ამ ორი სოფლის სახელს ატარებს.

2017 წლიდან სარფი შედის ქემალფაშის რაიონში.[8]