შინაარსზე გადასვლა

იუჩქარდეში (ქემალფაშის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
იუჩქარდეში
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი ქემალფაშა (ართვინი)
კოორდინატები 41°30′04″ ჩ. გ. 41°32′10″ ა. გ. / 41.50111° ჩ. გ. 41.53611° ა. გ. / 41.50111; 41.53611
ადრეული სახელები სუმჯუმა
მოსახლეობა 130 (2007)[1] ,
157 (2008)[1] ,
203 (2009)[1] ,
167 (2010)[1] ,
142 (2011)[1] ,
152 (2012)[1] ,
139 (2013)[1] ,
176 (2014)[1] ,
177 (2015)[1] ,
174 (2016)[1] ,
181 (2017)[1] ,
175 (2018)[1] ,
171 (2019)[1] ,
190 (2020)[1] ,
179 (2021)[1] ,
189 (2022)[1] ,
182 (2023)[1] ,
184 (2024)[1]
სასაათო სარტყელი UTC+3[2] და თურქეთის დრო[3]
საფოსტო ინდექსი 08600
იუჩქარდეში (ქემალფაშის რაიონი) — თურქეთი
იუჩქარდეში (ქემალფაშის რაიონი)

იუჩქარდეში (თურქ. Üçkardeş) — სოფელი ქემალფაშის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს ართვინიდან 75 კილომეტრში.[4] 2020 წლის მონაცემებით სოფელში 190 ადამიანი ცხოვრობს.[5]

სოფელ „სამი ძმის“ ძველი სახელწოდებაა სუმჯუმა. ლაზური ტოპონიმი სუმჯუმა წარმოიქმნა სიტყვებისგან „სუმ“ , რაც ნიშნავს „სამს“ , და „ჯუმა“ , რაც ნიშნავს „ძმას“, ამგვარად მნიშვნელობა არის „სამი ძმა“.[6] ქართველი ისტორიკოსი იური სიხარულიძე თავის ნაშრომში ჭანეთის (ლაზეთის) ტოპონიმებზე ასევე მოიხსენიებს დასახლების სახელს როგორც სუმჯუმა და აღნიშნავს, რომ ზღვისპირას მდებარე სოფლის სახელი უკავშირდება ლეგენდას სამი ძმის შესახებ, რომლებიც მათი ცოდვების გამო ქვებად იქცნენ.[7]

ეს ტოპონიმი ოსმალეთის პერიოდში დაფიქსირდა როგორც „უჩ ქარდეშ“ (სამი ძმა). კერძოდ, 1902 წლის „ბათუმის რუკაზე“ ის მოხსენიებულია როგორც „Uch Kardash“.[8] ეს დასახლება 1928 წლის ოსმალურ სოფლების სიაშიც ჩაწერილია როგორც „უჩ ქარდაშ“ . ამ დროს სოფელი შედიოდა რიზეს პროვინციის ხოფის რაიონის ქემალფაშის თემში.[9] 1935 წლის საყოველთაო აღწერაში დასახლება დაფიქსირდა როგორც „უჩქარდეშ“, ის მდებარეობდა ჩორუჰის პროვინციაში იმავე ადმინისტრაციულ პოზიციაზე და ამ დროისთვის სოფლის მოსახლეობა შეადგენდა 92 ადამიანს.[10] 1965 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით, სოფელ იუჩქარდეშში ცხოვრობდა 144 ადამიანი და ამ მოსახლეობიდან 47 ადამიანმა იცოდა წერა-კითხვა.[11]

ქემალფაშა 2017 წელს ბრძანებულებით გამოეყო ხოფის რაიონს და გახდა ცალკე რაიონი, ხოლო იუჩქარდეში გახდა ამ რაიონის ერთ-ერთი სოფელი.[12]

  1. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 Adrese Dayalı Nüfus Kayıt Sistemi, Address Based Population Registration SystemTÜİK.
  2. https://web.archive.org/web/20240224154238/https://www.resmigazete.gov.tr/eskiler/2016/09/20160908-2.pdf
  3. https://support.microsoft.com/tr-tr/topic/t%C3%BCrkiye-de-dst-uygulamas%C4%B1-sona-ermi%C5%9Ftir-56f14484-a323-543c-5e36-f701723f5b22
  4. Üçkardeş Köyü Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Şubat 2017. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  5. Artvin Kemalpaşa Üçkardeş Köy Nüfusu Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 Kasım 2018. ციტირების თარიღი: 18 Mayıs 2020.
  6. "სუმ" ve "ჯუმა" - Lazca Sözlük. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 Temmuz 2020. ციტირების თარიღი: 5 Haziran 2023.
  7. İuri Siharulidze, Çaneti - I (Gürcüce: ჭანეთი - I), Batum, 1977, s. 45.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 Haziran 2023. ციტირების თარიღი: 5 Haziran 2023.
  8. Batum Haritası 1902. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 Mart 2023. ციტირების თარიღი: 13 Temmuz 2023.
  9. Son Teşkilat-i Mülkiyede Köylerimizin Adları (Osmanlıca), İstanbul, 1928, s. 622.
  10. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 376.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020. ციტირების თარიღი: 4 Mayıs 2021.
  11. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 88.
  12. Yeni KHK ile iki belde ilçe yapıldı!. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 Mart 2019. ციტირების თარიღი: 20 Ocak 2020.