სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მუნიციპალიტეტი
სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი
San José de las Lajas
ქვეყანა კუბის დროშა კუბა
პროვინცია მაიაბეკე
კოორდინატები 22°58′04″ ჩ. გ. 82°09′21″ დ. გ. / 22.96778° ჩ. გ. 82.15583° დ. გ. / 22.96778; -82.15583
დაარსდა 1778 წ
ფართობი 591 კმ²
ცენტრის სიმაღლე 135
მოსახლეობა 69 375 კაცი (2004)
სიმჭიდროვე 117,4 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-5
სატელეფონო კოდი +53-47
სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი — კუბა
სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი

სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი (ესპ. San José de las Lajas) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ახლადჩამოყალიბებული მაიაბეკეს პროვინციის დედაქალაქი. ეს უკანასკნელი 2011 წლიდან გამოეყო ლა-ჰაბანის პროვინციას. მდებარეობს პროვინციის ცენტრალურ-ჩრდილოეთ ნაწილში, კვეთს კარეტერა-სენტრალის ავტომაგისტრალი. დაარსდა 1778 წელს.

ქალაქში მდებარეობს ჰავანის აგრარული უნივერსიტეტი, ისევე როგორც საქვეყნო მნიშვნელობის აგრარული მეცნიერებების სხვა მრავალი სამეცნიერო დაწესებულება.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 69 375 ადამიანს შეადგენდა. საკუთრივ ქალაქში 37 000 ადამიანი სახლობს. [1] 591 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 117,4 ადამიანი კმ²-ზე.[2]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან-ხოსე-დე-ლას-ლახასი პროვინციის ეკონომიკის მთავარი კვანძია, მნიშვნელოვანი ინდუსტრიებით (მეტალურგია, მექანიკა, ელექტრონიკა, სამშენებლო მასალები, ქიმიკატები, სპირტიანი სასმელები) და კარგად განვითარებული სასოფლო-სამეურნეო სექტორით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
  2. Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.