სანტა-კრუს-დელ-ნორტე
იერსახე
| მუნიციპალიტეტი | |
|---|---|
|
სანტა-კრუს-დელ-ნორტე Santa Cruz del Norte | |
|
სანტა-კრუს-დელ-ნორტეს ერთ-ერთი ქუჩა | |
| ქვეყანა |
|
| პროვინცია | მაიაბეკე |
| კოორდინატები | 23°09′20″ ჩ. გ. 81°55′36″ დ. გ. / 23.15556° ჩ. გ. 81.92667° დ. გ. |
| დაარსდა | 1800 წ |
| ფართობი | 376 კმ² |
| ცენტრის სიმაღლე | 5 მ |
| მოსახლეობა | 32 576 კაცი (2004) |
| სიმჭიდროვე | 86,6 კაცი/კმ² |
| სასაათო სარტყელი | UTC-5 |
| სატელეფონო კოდი | +53-47 |
სანტა-კრუს-დელ-ნორტე — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, მაიაბეკეს პროვინციაში. 2011 წლამდე მიეკუთვნებოდა ლა-ჰაბანის პროვინციას. მდებარეობს ჩრდილოეთ სანაპიროზე, ქალაქ ჰავანასა და მატანსასს შორის, მდინარე სანტა-კრუსის შესართავთან.
ქალაქი 1800 წელს დაარსდა და იმ დროისთვის წარმოადგენდა მეთევზეთა საზოგადოებას, მუნიციპალიტეტის სტატუსი 1931 წელს მიიღო.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს რომის ბრენდის „Havana Club“-ის საწარმო. მრეწველობის სხვა დარგებს შორისაა ენერგის წარმოება, ნავთობმოპოვება და მეთევზეობა.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 32 576 ადამიანს შეადგენდა.[1] 376 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 86,6 ადამიანი კმ²-ზე.[2]
მუნიციპალიტეტი იყოფა ათ რაიონად (barrio).
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.
| |||||||