შინაარსზე გადასვლა

სან სირო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სან-სირო)
სან სირო
სრული სახელი სტადიო ჯუზეპე მეაცა
მდებარეობა მილანი, იტალია
აშენდა 1925
გაიხსნა 19 სექტემბერი, 1926
აღდგა 1956, 1989
მესაკუთრე მილანის მუნიციპალიტეტი
საფარი ბალახი
ტევადობა 80 074
გუნდები
მილანი, ინტერი

სტადიო ჯუზეპე მეაცა (იტალ. Stadio Giuseppe Meazza), აგრეთვე ცნობილი როგორც სან-სირო (იტალ. San Siro) — სტადიონი ლომბარდიის ქალაქ მილანში, რომელიც ლეგენდარული იტალიელი ფეხბურთელის ჯუზეპე მეაცას სახელს ატარებს და ქალაქის ორი გრანდის მილანისა და ინტერის საშინაო არენაა. სან-სირო ერთ-ერთია იმ სარბიელთაგან, რომელსაც უეფამ მაქსიმალური შეფასება - 5 ვარსკვლავი მიანიჭა და უმნიშვნელოვანი მატჩების ჩატარების ნება დართო. სწორედ სან-სიროზე ტარდება მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დერბი — მადონინა, მილანისა და ინტერის დაპირისპირება.

სტადიონის დაარსების იდეა გასული საუკუნის დასაწყისში მილანის პრეზიდენტს, პიერო პიერის გაუჩნდა. ადგილის შესარჩევად მრავალი ადგილი ნახა, თუმცა საბოლოოდ მილანის გარეუბანი, სან სირო გადაწყვიტა. იმ დროს იქ იპოდრომი იყო გაშენებული.

სტადიონის მშენებლობა 1925 წელს დაიწყო. საბოლოო სახე კი უკვე 13 თვეში მიიღო. არენა ოფიციალურად 1926 წლის 19 სექტემბერს გაიხსნა და მხოლოდ ფეხბურთისთვის იყო განკუთვნილი. სტადიონზე განლაგებული იყო ოთხი ერთმანეთისაგან დაშორებული ტრიბუნა, რომელიც მხოლოდ 35 000 ადამიანზე იყო გათვლილი.

პირველი შეხვედრაში მილანი და ინტერი დაუპირისპირდნენ და ყველასათვის მოულოდნელად ამ უკანასკნელმა 6:3 სძლია როსონერის. პირველი ოფიციალური მატჩი იტალიის ჩემპიონატში უფრო მოგვიანებით ჩატარდა. მილანმა "სამპიერდარენეზესთან” 1:2 წააგო. მაშინ ამბობდნენ, რომ ამ კლუბისთვის სან სირო დათარსული იყო.

ამ სტადიონზე იტალიის ნაკრებმა პირველი მატჩი 1927 წლის 20 თებერვალს ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ გამართა და ფრედ 2:2 ითამაშა.

პირველი რეკონსტრუქცია სან-სიროს 1939 წელს ჩაუტარდა და 50 ათას მაყურებლამდე გაიზარდა. უკვე 1947 წლიდან სტადიონი მეორე მილანური კლუბის, ინტერის საშინაო არენა გახდა (მანამდე"არენა ნაპოლეონიკზე" თამაშობდა). ნერაძური თავიდან იჯარას იხდიდა, თუმცა შემდეგ სტადიონის თანამფლობელი გახდა.

სულ მალე სტადიონის ტევადობა 150 ათასი გახდა, მაგრამ ეს აშკარად გაბერილი ციფრი იყო. რეკონსტრუქციის შედეგად "სან-სირო" ჯერ 100-ათასიან არენად იქცა, 1955 წელს კი მისი ტევადობა 85 ათასამდე შემცირდა.

1980 წლის 3 მარტს სტადიონის შესასვლელთან "ინტერის" ლეგენდარული ფეხბურთელის, ჯუზეპე მეაცას ქანდაკება დაიდგა და მისი სახელი ეწოდა. მან კარიერა სწორედ მილნსა და ინტერში გაატარა, თუმცა უფრო დიდ ხანს ამ უკანასკნელში თამაშობდა. ფეხბურთიდან კი მას შემდეგ წავიდა, როცა ინტერი სან სიროზე გადავიდა. ამის შემდეგ "ნერაძურის" ტიფოზები არენას სწორედ "ჯუზეპე მეაცად" მოიხსენიებენ, მილანელთათვის კი იგი დღემდე "სან-სიროდ" რჩება.

1985 წელს ბრიუსელში, ჩემპიონთა თასის ფინალის წინ მომხადრი ტრაგედიის შემდეგ სან სიროზე ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება გადაწყვიტეს. მაშინ გაირკვა, რომ ამ სტადიონს მსოფლიოს 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის უნდა ემასპინძლა და ქალაქის საბჭომ რეკონსტრუქციისთვის 30 მილიონი დოლარი გამოყო.

მინდვრის გარშემო 11 კოშკი აიგო. თითო თითო ყველა კუთხეში, სადაც განათება დამონტაჟდა, თუმცა მთავარი ის იყო რომ სამ მხარეს (დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით) ტრიბუნების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. საბოლოოდ მთლიანი რეკონსტრუქცია გამოყოფილ თანხაზე ბევრად მეტი 55 მილიონი დოლარი დაჯდა.

დღეს სან-სირო 85.700 გულშემატკივარს იტევს. პრეს სექტორი 400 ჟურნალისტზეა გათვლილი სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის 20 ვიპ ლოჟაა გამოყოფილი, რაც საერთო ჯამში 200 სტუმარს იტევს.

მსოფილიო ჩემპიონატი სან სიროზე

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სან სირო

1934 წელს იტალიამ მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა. სან სიროზეც მნიშვნელოვანი შეხვედრები შედგა. პირველი იყო მატჩი შვეიცარიასა და ჰოლანდიას შორის იყო (3:2), შემდეგ მეოთხედფინალური დაპირისპირება გაიმართა გერმანიასა და შვედეთს შორის, ეს შეხვედრა თავის დრამატიზმითა და სანახაობრივი თვალსაზრისით, ოქროს ასოებოთ ჩაიწერა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში. მაშინ გერმანიამ 2:1 მოუგო მოწინააღმდეგეს.

ნახევარფინალში იტალია და ავსტრია სწორედ აქ შეხვდნენ ერთმანეთს, სკუადრა აძურამ ენრიკო გუაიტას გოლის წყალობით შეძლო ავსტრიელების დამარცხება. მოგვიანებით კი ფინალში ჩეხოსლოვაკიასაც სძლიეს. ყოველივე ამის შემდეგ სან-სირო აპენინელებისთვის დიადი გამარჯვების სიმბოლოდ იქცა.

1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატი კვლავ იტალიაში ჩატარდა. სან-სიროს კი დიდი პატივი ერგო. მუნდიალის გახსნის ცერემონიალი და პირველი მატჩი კამერუნსა და არგენტინას შორის აქ გაიმართა.

მილანური სტადიონი წარმატებული გერმანელი გულშემტკივრისთვისაც.

ბუნდესნაკრებმა, რომელშიც ერთბაშად ინტერის სამი ფეხბურთელი გამოდიოდა - ანდრეას ბრემე, ლოთარ მათეუსი და იურგენ კლინსმანი - სან-სიროზე ხუთი მატჩი გამართა და ოთხ მათგანში გამარჯვება მოიპოვა, ხოლო ერთი თამაში ფრედ დაამთავრა.

60-იანი წლებიდან სან სირო საერთაშორისო საკლუბო ჩემპიონატების ფინალებს მასპინძლობს. 1963, 1964, 1965 და 1969 წლებში მილანმა და ინტერმა საშინაო შეხვედრები საკონტინენტთაშორისო თასზე აქ ჩაატარეს. იგივე მოხდა 1991, 1994 1995 და 1997 წლებში.

ჩემპიონთა ლიგის არაერთი ფინალი გაიმართა სან-სიროზე. 1965 წელს ფინალში ინტერმა ლისაბონის ბენფიკას სძლია, 5 წლის შემდეგ ამავე სტადიონზე თასი ფეინოორდმა აღმართა, მას შემდეგ რაც გლაზგოს სელტიკი დაამარცხა. 2001 წელს კი მიუნხენის ბაიერნმა პენალტების სერიაში ვალენსია დაამარცხა.

მნიშვნელოვანი მატჩი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1952 წლის 23 აპრილს იტალიის ნაკრებმა სან-სიროზე ბრაზილიას უმასპინძლა. ვიჯილის დუბლის და დე სორდის ზუსტ დარტყმის წყალობით სკუადრამ აძურამ 3:0 სძლია მეტოქეს. დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, 125 ათასი გულშემატკივარი დასწრო, მაშინ როდესაც იმ დროს მხოლოდ დასავლეთი ტრიბუნაზე იყო სკამები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: