სან-პაულუს ზოოპარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სან-პაულუს ზოოპარკი
გაიხსნა 16 მარტი, 1958
მდებარეობა სან-პაულუ, ბრაზილია
ტერიტორიის ფართობი 824,529 მ²
კოორდინატები 23°38′57″S 46°37′20″W / 23.649301° ს. გ. 46.622157° დ. გ. / -23.649301; -46.622157
ცხოველების რაოდენობა 3200
სახეობების რაოდენობა 444

სან-პაულუს ზოოპარკი (პორტ. Parque Zoológico de São Paulo) — ყველაზე დიდი ზოოპარკი ბრაზილიაში. იგი ქალაქ სან-პაულუს სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ზოოპარკში წარმოდგენილია 3 200 ცხოველი, ძუძუმწოვრების — 102, ფრინველების — 216, ქვეწარმავლების — 95, ამფიბიების — 15 და უხერხემლოების 16 სახეობა. მისი ფართობი 824,529 მ²-ს შეადგენს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან-პაულუს ზოოპარკი დაარსდა 1957 წელს, მაშინდელი გუბერნატორის — ჟანიო კუადროსის მიერ. ეგზოტიკური ცხოველების პირველი სახეობები, როგორიცაა ლომები, აქლემები, დათვები და სპილოები, შეიძინეს კერძო ცირკებში, ხოლო ბრაზილიის ფაუნის გარეული ცხოველები — იაგუარები და ტყის ქათმებიმანაუსში[1]. ზოოპარკის გახსნის ცერემონიალი 1958 წლის იანვარში იყო დაგეგმილი, მაგრამ აღნიშნულ წელს არსებული ძლიერი წვიმების გამო იგი გადაიდო და 16 მარტს გაიმართა. ამ დროს ზოოპარკში 482 ცხოველი იყო წარმოდგენილი, მათ შორის:

დღევანდელობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სან-პაულუს ზოოპარკი გახდა პირველი ბრაზილიული დაწესებულება, რომელმაც ხალხს მოუწოდა, რომ ჩაერთონ გადაშენების პირას მყოფი ისეთი ცხოველების აღდგენით პროგრამებში, როგორიცაა მაიმუნისებრი ლომი თამარინი, ევროპული ბიზონი, ირბისი.

1994 წლიდან, სან-პაულუს ზოოპარკი აღიარებულია გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში, როგორც ბრაზილიის უდიდესი ზოოპარკი. 2001 წლის მაისში, ზოოპარკის გვერდით არსებული ტერიტორია, რომელიც ოკუპირებული იყო კომპანია „Simba Safari“-ს მიერ, სან-პაულუს ზოოპარკის შემადგენლობაში შევიდა[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sao Paulo Zoo. Aboutsaopaulo.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-03-20. ციტირების თარიღი: 2015-03-14.
  2. See the Animals Up Close at Zoo Safari Sao Paulo!. Sao-paulo.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-01-06. ციტირების თარიღი: 2015-03-14.