ირბისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ირბისი
Lightmatter snowleopard.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: მტაცებლები
ოჯახი: კატისებრნი
ქვეოჯახი: დიდი კატები
გვარი: პანთერა
სახეობა: ირბისი
ლათინური სახელი
Panthera uncia
დაცვის სტატუსი
გავრცელების არეალი
Snow leopard range.png

ირბისი იგივე თოვლის ლეოპარდი (ლათ. Panthera uncia) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 130 სმ, მასა 26-40 კგ. ბოლისფერ-ნაცრისფერი, თითქმის თეთრი ბალანი რგოლისებრი მუქი ხალებით აქვს მოფენილი. გავრცელებულია ცენტრალურ აზიის მაღალმთის ზონაში (3000-იდან 5000 მ-მდე). ნადირობს ღამით, ზოგჯერ დღისითაც (ნისლიან ამინდში). იკვებება ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ფრინველებით. მაკეობა 3 თვემდე გრძელდება. შობს 3-5 ბოკვერს. მეცხოველეობას ზიანს თითქმის არ აყენებს. ყოფილ სსრკ-ის ტერიტორიაზე ირბისის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]