შინაარსზე გადასვლა

არა (თუთიყუში)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტერმინს „არა“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არა.
არა
აღწერა
ექვსი გვარის საერთო სახელი

არა, არარა — სოლისებრბოლოიანი თუთიყუშების რამდენიმე გვარის (Anodorhynchus, Ara, Cyanopsitta, Primolius, Orthopsittaca, Diopsittaca) საერთო სახელწოდება. მათი შეფერილობა ლურჯი, წითელი, ყვითელი და იშვიათად მწვანეა. გავრცელებული არიან ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში — მექსიკიდან პარაგვაიმდე. ბინადრობენ ტყეში, ხის ფუღუროში. დებენ 2 კვერცხს. იკვებებიან მცენარის ნაყოფით, თესლით. ყველაზე უფრო ცნობილი სახეობებია არარაუნა (Ara ararauna), არა (Ara macao) და იაგუნდისფერი არა (Anodorhynchus hyacinthinus).