სან-იგნასიო (პარაგვაი)
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
სან-იგნასიო San Ignacio | |||||
კათოლიკური უნივერსიტეტის კორპუსი | |||||
| |||||
ქვეყანა | პარაგვაი | ||||
დეპარტამენტი | მისიონესი | ||||
კოორდინატები | 26°53′12″ ს. გ. 57°01′42″ დ. გ. / 26.88667° ს. გ. 57.02833° დ. გ. | ||||
დაარსდა | 1609 | ||||
ფართობი | 2 020 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 124 მ | ||||
მოსახლეობა | 24 468 კაცი (2008) | ||||
სიმჭიდროვე | 12 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-4, ზაფხულში UTC-3 | ||||
სატელეფონო კოდი | 782 | ||||
საფოსტო ინდექსი | 4750 | ||||
ოფიციალური საიტი | http://www.sanignacioguazu.gov.py | ||||
სან-იგნასიო (ესპ. San Ignacio), აგრეთვე ცნობილი როგორც სან-იგნასიო-გუასუ — ქალაქი და რაიონი პარაგვაიში, მისიონესის დეპარტამენტში. მდებარეობს ასუნსიონიდან 225 კმ-ის დაშორებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქალაქი 1609 წლის 29 დეკემბერს იეზუიტმა მღვდელმა დააარსა, როდესაც მათ აქ საკურთხეველი ააშენეს პირველი წირვის ჩასატარებლად.
იეზუიტთა მისია აქ ოფიციალურად 1610 წელს დაარსდა სახელით „სან-იგნასიო-გუასუ“. თავდაპირველი მაცხოვრებლები ადგილობრივები იყვნენ, რომლებმაც ევროპელი ხელოსნებისგან მრავალნაირი ხელობა ისწავლეს.
ეკონომიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სან-იგნასიო კომერციის, მესაქონლეობისა და სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი ცენტრია, რაც ძირითადად იმითაა განპირობებული, რომ იგი სტრატეგიულ ადგილას, დეპარტამენტის ცენტრში, რამდენიმე მნიშვნელოვანი გზის გასწვრივ მდებარეობს. მისი მოსახლეობა ყველაზე დინამიკური და ეკონომიკურად აქტიურია მთელს დეპარტამენტში.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Secretaria Nacional de Turismo დაარქივებული 2015-05-20 საიტზე Wayback Machine.
- Las Ruinas Jesuiticas, una civilización latente დაარქივებული 2008-09-06 საიტზე Wayback Machine.