სანქტ-პეტერბურგის შესტოკოვის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სანქტ-პეტერბურგის შესტოკოვის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
სანქტ-პეტერბურგის შესტოკოვის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია — რუსეთი
სანქტ-პეტერბურგის შესტოკოვის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°55′58″ ჩ. გ. 30°22′44″ ა. გ. / 59.93278° ჩ. გ. 30.37889° ა. გ. / 59.93278; 30.37889
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802506002
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ნეორუსული
თარიღდება 1897-1900

სანქტ-პეტერბურგის შესტოკოვის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია (რუს. Церковь Шестоковской иконы Божией Матери) — მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ღვთისმსახურება მიმდინარეობს ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის ისტორია იწყება იქიდან, როდესაც ვაჭარმა ა. ი. ბილდეევმა შეიძინა მიწის ნაკვეთი იქ შესტოკოვის ამაღლების დედათა მონასტრის მეტოქის ასაშენებლად.

1896 წლის 28 დეკემბერს იოანე კრონშტადტელმა აკურთხა საძირკვლის ქვა. მშენებლობა მიმდინარეობდა 1897 წლიდან 1900 წლებში ნიკოლოზ ნიკონოვის პროექტის მიხედვით. ამავე წლის 18 ივნისს ბენიამინ კაზანსკიმ აკურთხა ეგვტერი ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და მარიამ მაგდალინელის სახელზე. 1901 წლის 20 ოქტომბერს აკურთხეს კიდევ ერთი ეგვტერი ალექსანდრე ნეველის, ინოკენტი ირკუტსკელისა და ალექსანდრე კომანსკელის სახელზე.

1932 წლის 17 აგვისტოს ეკლესია დახურეს და შენობა გადაეცა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის რაიონულ შტაბს.

ქართული მეტოქი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს ეკლესიას დაუბრუნდა სიწმინდეები, ხოლო 1993 წლის 5 მარტს ტაძარი გადაეცა ქართულ სათვისტომოს. ამავე წლის ნოემბერში აღევლინა პირველი ღვთისმსახურება.

1993 წლის მარტში ქართველების დაფინანსებით დაიწყო სარესტავრაციო სამუშაოები, რომელიც თითქმის ათი წელი გაგრძელდა. ეკლესიის აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორი იყო ერეკლე II-ის შთამომავალი არისტო ბაგრატიონი, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა. ტაძრის აღდგენაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს პეტერბურგის ქართული სათვისტომო „ივერიის“ ხელმძღვანელმა ბადრი კაკაბაძემ, ლუდსახარში ქარხნის „სტეფანე რაზინის“ გენერალურმა დირექტორმა გია გვიჩიამ, ეკონომიკური ასოციაცია „ბალტიკის“ პრეზიდენტმა სოსო ხარებოვმა და სხვებმა. კანკელის ხატები დაწერა მხატვარმა ზაურ ცხადაიამ სამ შვილთან ერთად.

2002 წლის 19 მაისს შედგა ტაძრის კურთხევა, რომელსაც საქართველოს მართლმადივებელი ეკლესიის 20 კაციანი დელეგაცია ესწრებოდა. ცერემონიას ასევე დაესწრო საქართველოს ელჩი რუსეთში ზურაბ აბაშიძე, ზურაბ წერეთელი და ზურაბ სოტკილავა[1].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]