კაგუანესის ეროვნული პარკი
იერსახე
კაგუანესის ეროვნული პარკი
Parque Nacional Caguanes | |
---|---|
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
| |
მდებარეობა | სანქტი-სპირიტუსის პროვინცია |
ქვეყანა | კუბა |
კოორდინატები | 22°22′47″ ჩ. გ. 79°07′45″ დ. გ. / 22.37972° ჩ. გ. 79.12917° დ. გ. |
ფართობი | 204,87 კმ² |
კაგუანესის ეროვნული პარკი (ესპ. Parque Nacional Caguanes) — ეროვნული პარკი კუბაში. მდებარეობს სანქტი-სპირიტუსის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში, იაგუახაის მუნიციალიტეტში, ატლანტის ოკეანის სიახლოვეს. პარკის ფართობია 204,87 კმ².[1] მის ფარგლებშია ვრცელი ჭაობიანი ტერიტორიები. კაგუანესის ეროვნული პარკი ვრცელდება ნახევარკუნძულის გასწვრივ და შეიცავს 10-მდე მომცრო რიფს, რომლებიც ბუენა-ვისტას ყურემდე აღწევენ.
პარკის შემადგენლობაშია მღვიმეები, თაღები და ნიშები, რომლებიც ოკეანისკენ იშლებიან. პარკის ტერიტორიაზე გამოვლინებულია 79 მღვიმე.[2] ეკოსისტემა შეიცავს 200-მდე სახეობას, რომელთაგან 24 სახეობა ენდემურია.[2] სანაპირო რაიონებში და დაჭაობებულ ტერიტორიებზე გვხვდება 112 სახეობის ფრინველი.
განვითარებულია ღამურების დიდი პოპულაცია.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ National Protected Areas System of Cuba. Protected Areas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-08-10. ციტირების თარიღი: 2007-10-10.
- ↑ 2.0 2.1 Radio Habana. Yaguajay y el Parque Nacional Caguanes. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-04. ციტირების თარიღი: 2007-10-10. (ესპანური)