სამფორმა აბლაბუდიანი სოკო
| სამფორმა აბლაბუდიანი სოკო | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
| |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Cortinarius triformis Fr., 1838 | |||||||||||||||
| |||||||||||||||
სამფორმა აბლაბუდიანი სოკო (ლათ. Cortinarius triformis — სოკოს სახეობა აბლაბუდიანი სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას.[1]
აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ქუდის დიამეტრი — 9 სმ-მდე აღწევს, მრგვლად ამობურცულია, შუაში ბორცვაკით. როდესაც სველია, მუქი წითელ-ყავისფერია, ხოლო როდესაც მშრალია — მოყვითალო ან მოლურჯო-მოყვითალო-ყავისფერი. ზედაპირი აბრეშუმისებრია.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავიდან მოყვითალოა, შემდეგ — ჟანგისფერ-ყავისფერი.
ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ფირფიტები თავიდან მოყვითალოა, შემდეგ — ჟანგისფერ-ყავისფერი.
ფეხის სიგრძე — 3-7 სმ, სისქე — 0,8-2 სმ, ძირში ბოლქვისებურად გამსხვილებული, თეთრი, ერთი ან რამდენიმე საყელოსებრი წარმონაქმნით.
სოკოს რბილობი — თეთრი.
სპორები — თითისტარისებრი, ყავისფერი. 7-9x5-6 მკმ.
იზრდება ნიადაგზე, ტყეში, ზაფხულიდან შემოდგომამდე. საჭმელად უვარგისია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 192, ISBN 99940-856-1-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Cortinarius triformis. Discover Life. ციტირების თარიღი: 23 მარტი, 2022.