სამურის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამურის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი

სამურის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მდებარეობს ისნის რაიონში (ავლაბარი), იწყება კონსტანტინე ცუცქირიძის შესახვევიდან და გრძელდება ლადო მესხიშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლო წლებში. თბილისის გამგეობის მიერ შედგენილი ქუჩების სიაში (1903 წ.) შეტანილია, როგორც შესახვევი. სახელი ეწოდა აზერბაიჯანში მდებარე დაბა სამურის ან მდინარე სამურის მიხედვით მიხედვით, რომელიც მიედინება დაღესტნისა და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]