სამუელის ეპიტაფია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მასალა კირქვა
დამწერლობა ძველი ბერძნული ენა
შექმნის თარიღი V-VI საუკუნე
აღმოაჩინეს 1934 წელი
იერუსალიმი
ამჟამინდელი ადგილმდებარეობა როკფელერის მუზეუმი, იერუსალიმი

სამუელის ეპიტაფია — ძველ ბერძნულ ენაზე შესრულებული წარწერა, ეპიტაფია, კირქვის საფლავის ქვაზე. აღმოჩენილია 1934 წელს, ბიზანტიური პერიოდის სამონასტრო სასაფლაოზე, იერუსალიმი.

წარწერაში ნახსენებია „იბერიელი ეპისკოპოსი, სამუელი“ და მის მიერ დავითის კოშკის მიდამოში საფლავის ან მონასტრის შეძენა. არასწორი ბერძნულის გამო გაურკვეველია ეპისკოპოსმა მონასტერი იყიდა თუ საფლავი. ივარაუდება, რომ ეკლესია ეკუთვნოდა ქართველ სამღვდელოებას და შესაძლოა ემსახურებოდა იერუსალიმის მთელ ქართულ სამონასტრო თემს. ფილა ნაწილობრივ გატეხილია და მისი მთელი მარჯვენა კუთხე დაკარგულია. იგი თარიღდება ახ. წ. V საუკუნის ბოლოს ან VI საუკუნის დასაწყისით. წარწერა ინახება როკფელერის მუზეუმში.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ΝΗΜΑΔΙΑΦΡΣΑΜ
ΠΙΣΚΟΠΟΥΙΒΕΡΩ
ΚΤΗΣΜΟΝΗΣΑΥΤΟΥΟΗΓ
ΡΑΣΑΝΕΝΤΩΠΥΡΓΩΔΑΔ

  • თარგმანი: „საფლავი სამუელისა, იბერიელი ეპისკოპოსისა და მისი მონასტრისა, რომელიც იყიდა დავითის კოშკის მიდამოებში.“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]