ნაზარეთის ქართული წარწერები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ნაზარეთის ქართული წარწერები — კედლის წარწერები, რომელიც აღმოჩენილია ნაზარეთში[1] 1955-1960 წლების არქეოლოგიური გათხრების შედეგად, რომელსაც ხელმძღვანელობდა არქეოლოგი ბელარმინო ბაგატი.

წარწერები აღმოჩენილია ქალაქ ნაზარეთში ხარების ტრადიცულ ადგილზე მდგარ ეკლესიაში. წარწერები არქეოლოგიური მეთოდით არაუგვიანეს 427 წლით დაათარიღეს, რადგან მოქცეული იყო უფრო გვიანდელი ეკლესიის ქვეშ, რომლის იატაკის მოხატულობაშიც უხვად არის გამოყენებული ჯვრები, ეს კი 427 წელს გამოცემული ედიქტით აიკრძალა.

ისტორიული წყაროების მოშველიებით დადგინდა, რომ ქართული წარწერები ნაზარეთის ხარების ეკლესიის ინტერიერში შეიძლებოდა გაჩენილიყო მხოლოდ 330-427 წლებში. ნაზარეთის ეკლესიის ქართული წარწერები გამოიკვლია ზაზა ალექსიძემ. ძალიან საინტერესოა მეცნიერის დასკვნა:

ვიკიციტატა
„ნაზარეთის გრაფიტებს გრანდიოზული მნიშვნელობა აქვს ქართული დამწერლობისა და საერთოდ ქართული კულტურის ისტორიისათვის.“

ნაზარეთის ეკლესიის წარწერები დღეს მოხსნილია კედლიდან და შენახულია მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ტრადიციული კულტურის ისტორია, თბ., 2017
  • ზ. ალექსიძე, „ლუვრი, სინაის მთა, ნაზარეთი: ეპიგრაფიკული ეტიუდები, თბ., 2000
  • B. Bagatti, Excavations in Nazareth. I: From the Beginning till the XII Century (SBF. Collectio Maior 17), Jerusalem 1969

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]