უმ-ლაისუნის ქართული წარწერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მასალა კირქვა
ზომა 81 × 49 სმ
დამწერლობა ასომთავრული
შექმნის თარიღი V-VI საუკუნე
აღმოაჩინეს 2002 წელი
უმ-ლაისუნი, იერუსალიმთან
ამჟამინდელი ადგილმდებარეობა ქნესეთის არქეოლოგიური ბაღი, ისრაელის სიძველეთა სამმართველო, იერუსალიმი

უმ-ლაისუნის ქართული წარწერაასომთავრული წარწერა, რომელიც აღმოჩენილია იერუსალიმის სამხრეთ-აღმოსავლეთით 4,5 კილომეტრში მდებარე სოფელ უმ-ლაისუნში. წარწერა აღმოაჩინეს 2002 წელს, 1996 წელს განახლებული გათხრების შემდეგ ბიზანტიის პერიოდის ქართულ მონასტერში.

ქართული წარწერით გამოვლენილი ყველაზე მნიშვნელოვანი საფლავის ბინადარი იყო „ქართველი ეპისკოპოსი იოანე“. პალეოგრაფიული ნიშნებით წარწერა V-VI საუკუნეებით თარიღდება. მან შინაარსითაც მიიქცია სპეციალისტების ყურადღება. ამ წარწერაში გვხვდება ეთნონიმ „ქართველის“ (ႵႠႰႧႥႤႪႨ) წერილობით ძეგლებზე უადრესი დოკუმენტურად დადასტურების ფაქტი.

წარწერის ქვის ზომებია 81 × 49 სმ. ამჟამად ინახება ქნესეთის არქეოლოგიურ ბაღში.

წარწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ႤႱႤႱႠႫႠႰႾႭჂ
ႨႭჀႠႬႤႴႭჃႰ
ႲႠႥႤႪႤႮႨႱႩႭႮႭ
ႱႨႱႠჂႵႠႰႧႥႤ
ႪႨႱႠჂ

იკითხება ასე:„ესე სამარხოჲ იოჰანე ფურტაველ ეპისკოპოსისაჲ ქართველისაჲ“

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Seligman, J. (2015). „A Georgian Monastery from the Byzantine Period at Khirbat Umm Leisun, Jerusalem“. ‘Atiqot. 83: 145–180. ციტირების თარიღი: 2020-11-29. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |month= და |coauthors= (დახმარება)