სამოქალაქო ვექტორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამოქალაქო ვექტორის ლოგო

სამოქალაქო ვექტორიარასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2014 წელს ქალაქ თბილისში. ორგანიზაციის მიზანია ახალგაზრდობის როლის გაძლიერება დემოკრატიის განვითარებაში, მართლშეგნების ამაღლება და აქტიური მოქალაქეობის წახალისება. ასევე ახალგაზრდების კულტურულ, სპორტულ, საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვა და ჯანსაღი გარემოს იდეის ადვოკატირება. ორგანიზაციის წევრები მის რეგისტრაციამდეც მონაწილეობნენ სხვადასხვა სოციალურ აქციაში სამოხალისეო დონეზე. სამოქალაქო ვექტორი აქტიურადაა ჩაბმული ახალგაზრდობის ინტერესების განხორციელებაში, როგორც დედაქალაქში ისე რეგიონებში.[1]

საქმიანობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტრენინგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ორგანიზაციის ორიენტირი ახალგაზრდობაში აქტიური მოქალაქეობის წახალისებაა. ტრენინგები ტარდება ადამიანის უფლებებში, სამოქალაქო განათლებასა და სამართალში და სხვა აქტუალურ საკითხებზე. პროექტების ნაწილი, ორგანიზაციის პრიორიტეტებიდან გამომდინარე, არის PRO BONO. ტრენინგები ტარდება არაფორმალურ გარემოში, გათვალისწინებულია არაფორმალური სწავლების ევრო საბჭოს მიერ შემუშავებული მეთოდები, ხდება მათი დანერგვა და სწავლების ფორმალურ მეთოდებთან ინტეგრირება.[2]

მოლაშქრეთა კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვექ-ტურის ლოგო

ორგანიზაციის ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯანსაღი გარემოს იდეის ადვოკატირებაა, რაც ახალგაზრდების ბუნებასთან დაახლოებით მიიღწევა. სამოქალაქო ვექტორის მოლაშქრეთა კლუბი „ვექ-ტური“ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისთვის საქართველოს ღირსშესანიშნაობებისა და დაცული ტერიტორიების მონახულებასა და გააცნობას. ამასთან, სამოქალაქო ვექტორი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ახალგაზრდობაში პოპულარიზებას უწყობს ხელს. ამიტომ, ორ კვირაში ერთხელ ეწყობა ლაშქრობები. ხშირ შემთხვევაში თითოეული ლაშქრობა მოიცავს დასუფთავების აქციას ან ტრენინგს ეკოლოგიაზე.[1]

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო ვექტორი 2015 წლის იანვრიდან იწყებს მოსწავლეთა სამართლებრივი ჟურნალის „უფლებათა ვექტორის“ გამოქვეყნებას.[1] ჟურნალის რედაქცია დაკომპლექტებულია თბილისის საჯარო სკოლების მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებით, რომლებიც ეცნობიან და ამუშავებენ სხვადასხვა სამართლებრივ თემას. რედაქციის მიზანიაა, გაამარტივოს ქართული საზოგადოებისთვის სამართლებრივი საკითხებისა და ადამიანის უფლებების შინაარსის აღქმა.

კინო კლუბი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კინო-ვექტორის ლოგო

სამოქალაქო ვექტორში ფუნქციონირებს კინო კლუბი - "კინო-ვექტორი". კინო კლუბი უზრუნველყოფს როგორც დასვენებასა და გართობას, ისე პრობლემატური საკითხების ფილმების მეშვეობით მიწოდებას დაინტერესებული პირებისთვის, განხილვას და სემინარების ჩატარებას. კინო კლუბით სარგებლობა შეუძლიათ არამხოლოდ ახალგაზრდებს, არამედ ბავშვებსაც. ორგანიზაცია პერიოდულად აწყობს ანიმაციების ჩვენებას ბაღებისა და სკოლების აღსაზრდელებისთვის.[1]

ეკო-მოძრაობა "მეტი O2 ქალაქში![რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოში არსებული ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამოქალაქო ვექტორმა პარტნიორ ორგანიზაციასთან ევროპული ალიანსი საქართველოსთან ერთად დაიწყო ეკო-მოძრაობა სახელწოდებით მეტი O2 ქალაქში! მოძრაობის მიზანია, გამართოს სხვადასხვა სახის ღონისძიება ქალაქებში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და საზოგადოების ჩართულობით უზრუნველყოს მისი ეტაპობრივი მოგვარება. მოძრაობის პირველი ღონისძიებაა ფლეშმობ-აქცია "NO SMOG", რომელიც გეგმავს ისახავს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის, ველოსიპედის, პოპულარიზებას და მისთვის სავალი გზებისა და პარკინგების მოწყობას. აქციის ფარგლებში, მისი მონაწილეები ერთი დღის განმავლობაში გადაადგილდებიან რესპირატორებით, რომლებზეც ჟანგბადის ქიმიური ფორმულა O2 არის გამოსახული და ამგვარად გამოხატავენ პროტესტს დაბინძურებული ჰაერის გამო.

NO SMOG! ბანერი

წევრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამოქალაქო ვექტორი ღიაა ახალგაზრდობის საქმეებით დაინტერესებული პირებისთვის და მუდმივად მზადაა სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობისთვის.ორგანიზაციის ვებ-გვერდს აქვს წევრის კუთხე, რომელშიც დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წევრობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]