შინაარსზე გადასვლა

სამო

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამო

ფრესკა ზნოიმოს როტონდაში
სამოს სახელმწიფოს მთავარი/მეფე
მმართ. დასაწყისი: 623
მმართ. დასასრული: 658
წინამორბედი: თანამდებობა შეიქმნა
მემკვიდრე: თანამდებობა გაუქმდა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: უცნობია
დაბ. ადგილი: ერთი ვერსიით, დღ. ქ. სანსის ან სუანის სიახლოვეს
გარდ. თარიღი: 658

სამო (გ. 658) — სლავი მთავარი (მეფე) 623 წლიდან. ე.წ. ფრედეგარის ქრონიკის (VII საუკუნე) მიხედვით იყო ფრანკი, წარმოშობით სენონაგოს შემოგარენიდან (ლოკალიზებულია ან თაანამედროვე საფრანგეთის ქალაქ სანსის მიდამოებში, ან თანამედროვე ბელგიის ქალაქ სუანის რაიონში); სხვა ცნობების მიხედვით („Conversio Bagoariorum et Carantanorum“, 870-იანები) — სლავი, რომელიც ხორუტანებთან (სლავური ტომი შუა დუნაის აუზში) ცხოვრობდა. 623 წელს მეთაურობდა აჯანყებას ავარების წინააღმდეგ. მისი წარმატებით დასრულების შემდეგ აირჩიეს მეფედ (ლათ. rex), დააარსა დასავლეთ და ნაწილობრივ სამხრეთ სლავების პირველი ცნობილი პოლიტიკური წარმონაქმნი (იხ. სამოს სახელმწიფო). 631 წელს შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაება დაგობერტ I-თან, დაამარცხა მისი მეომრები ციხესიმაგრე ვოგაცტიბურგთან (ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია). სამოს მიერ კონტროლირებული ტერიტორია, როგორც რიგი ისტორიკოსები გვთავაზობენ, მოიცავდა ბოჰემიას, მორავიას, ქვემო ავსტრიას, დასავლეთ სლოვაკეთის ნაწილს. მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა სამოს მიერ შექმნილი გაერთიანების ხასიათი (ტომთა კავშირი თუ სახელმწიფო), მისი ცენტრის ადგილმდებარეობა (ჰიპოთეზათა შორისაა: ჩეხეთი, სამხრეთი მორავია, კარინტია და სხვ.), გაერთიანების ისტორია მისი სიკვდილის შემდეგ (როგორც თვლიან, დაიშალა), დისკუსიის საგანია.[1]

  1. Само // Большая российская энциклопедия. т. 29. — М., 2015. — стр. 283.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=სამო&oldid=4230741“-დან