სამეანო
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
სამეანო | |
---|---|
ქვეყანა | ![]() |
სიმაღლე | 2332 მ |
ქედი | არსიანის ქედი |
სამეანო — მთა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტში. მდებარეობს არსიანის ქედის დასავლეთ განშტოებაზე, მდინარეების სხალთისა და აჭარისწყლის წყალგამყოფზე, გოდერძის უღელტეხილის სამხრეთ-დასავლეთით. სიმაღლე 2332 მ. აგებულია შუაეოცენური ტუფებით, ტუფბრექჩიებითა და ვულკანური განფენებით. კალთები შემოსილია სუბალპური ტყეებითა და მდელოებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 711.