სამბორ-პრეი-კუკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
სამბორ-პრეი-კუკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

One of many temples in Sambor Prei Kuk.jpg
ქვეყანა კამბოჯის დროშა კამბოჯა
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, iii, vi
სია [1]
რეგიონი** აზია
კოორდინატები 12°52′15″ ჩ. გ. 105°02′35″ ა. გ. / 12.87083° ჩ. გ. 105.04306° ა. გ. / 12.87083; 105.04306
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2017  (41-ე სესია)
ნომერი 1532
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1532
რუს.ინგლ.ფრ.

სამბორ-პრეი-კუკი (ქმერ. ប្រាសាទសំបូរព្រៃគុក) — არქეოლოგიური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს კამბოჯაში, ქალაქ კამპონგთხომიდან ჩრდილოეთით 25 კილომეტრში[1]. VII საუკუნის დასაწყისიდან აქ ჩამოყალიბდა ქალაქი, რომელსაც ეწოდა იშანაპურა, რომელიც იყო ჩენლის სამეფოს დედაქალაქი. იშანაპურის ნანგრევები 2017 წელ შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კომპლექსის ადგილი, როგორც ჩანს დასახლებულია ნეოლითიდან. ქალაქის ჩამოყალიბება დაკავშირებულია ჩენლის სამეფოს პირველ ისტორიულ მმართველებთან - ძმებთან ან ბიძაშვილებთან ბჰავავარმანა I და მაჰენდრავარმანასთან (იგივე ჩიტრასენი). პირველი მათგანი მართავდა ახ. წ. VI საუკუნის პირველ ნახევარში მიწის აღმოსავლეთ ნაწილს, რომელიც მემკვიდრეობით ერგო მამისაგან, ეს იყო ქალაქი ბჰავაპურა, რომელიც ყველაზე ადრე დაარსდა სამბორ-პრეი-კუკის ტერიტორიაზე. 598 ან 600 წელს, ბჰავავარმანა I-ის გარდაცვალების შემდეგ მაჰენდრავარმანამ მემკვიდრეობით მიიღო აღმოსავლეთის მიწები.

დაახლოებით 612 ან 616 წლებში იგი შეცვალა იშანავარმან I-მა, რომელიც მართავდა დაახლოებით 20 წლის განმავლობაში. მის დროს ააშენეს ახალი დედაქალაქი - იშანაპურა[3].

ბჰავავარმანა I-ის მეფობის შემდეგ, რომლის მეფობაზეც მცირე ცნობები არსებობს, დაახლ. 655-657 წლებში ჩენლეში გამეფდა ჯაიავარმან I, რომელიც ტრადიციულად ითვლება ერთიანი ჩენლის უკანასკნელ მმართველად. მის დროს კამბოჯის ისტორიის პერიოდში დამყარდა ხანგრძლივი მშვიდობიანი პერიოდი, რაზეც მიგვითითებს მისი ასულის ჯაიადევის ტახტზე ასვლა დაახლოებით 700 წელს. აღმოჩენილი წარწერები ადასტურებენ, რომ მებრძოლმა მეფემ თავისი მმართველობის პერიოდში თავისი სამეფოს ტერიტორიები გააფართოვა და დედაქალაქი იშანაპურიდან სხვა ტერიტორიაზე გადაიტანა, სავარაუდოდ ბანტეაი-პრი-ნოკორში, რომელიც მოგვიანებით გახდა ანგკორის სახელმწიფოს ერთ-ერთი მმართველის ჯაიავარმანა II-ის დედაქალაქი[4].

მომდევნო საუკუნეებში იშანაპურის მნიშვნელობა დაქვეითდა, მაგრამ იგი ანგკორის პერიოდშიც წარმოადგენდა ქვეყნის მნიშვნელოვან ცენტრს. ტაძრები აქ შენდებოდა X საუკუნემდე. ისევე როგორც იმპერიის სხვა ქალაქები, იშანაპურაც მიატოვეს XV საუკუნეში. XX საუკუნის დასაწყისში მკვლევარებმა ხელახლა აღმოაჩინეს ქალაქი იშანაპურა.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამბორ-პრეი-კუკი მვებარეობს მდინარე სენის ხეობაში, რომელიც მიედინება მეკონგის პარალელურად და ერთვის ტონლესაპის ტბას. 1 კილომეტრის იამეტრში მდებარეობს რელიგიური ნაგებობების სამი ძირითადი კომპლექსი (ანრი პარმანტიემ 1927 წელს იგი დაყო სამ ნაწილად: ჩრდილოეთის, ცენტრალური და სამხრეთის).

ჩრდილოეთის კომპლექსი მდებარეობს მისასვლელ გზასთან ახლოს, მისი ადგილობრივი სახელწოდებაა პრასატ-სამბორი და მოიცავს ძველ ნაგებობებს, ასევე X საუკუნის წარწერებს, რომელიც უკვე ანგკორის პერიოდისაა. ცენტრალურ კვადრატულ კოშკს აქვს ოთხი შესასვლელი, რაც უნიკალური შემთხვევაა ქმერული არქიტექტურისთვის.

ცენტრალური კომპლექსი განეკუთვნება VII საუკუნეს. დღესდღეობით შემორჩენილია მხოლოდ ცენტრალური კოშკი, რომელიც საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია.შენობა აგებულია აგურისაგან, მსიის ზომებია 8X6 მეტრი. კოშკის შესასვლელია ჩრდილოეთის მხრიდან, სამი დანარჩენი მხრიდან ცრუ-კარებია. ამ ნაწილის ადგილობრივი სახელწოდებაა პრასატ-ტაო (ლომების ტაძარი)[5].

სამხრეთის კომპლექსი ითვლება ყველაზე ძველ კომპლექსად, იგი განეკუთვნება იშანავარმანა I-ის მეფობის პერიოდს. იგი შემოსაზღვრულია ორმაგი კედლით და შესასვლელი აქვს აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან. არსებული წარწერების მიხედვით აქ ერთმანეთის პირისპირ იდგა შივას ოქროს და ნანდინის ვერცხლისფერი ქანდაკებები[6].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Higham, Charles (May 11, 1989). The Archaeology of Mainland Southeast Asia. Cambridge University Press, გვ. 265–267. 
  2. Sites in Cambodia, China and India added to UNESCO’s World Heritage List. წაკითხვის თარიღი: 2017-07-08
  3. “Coedès. ‟Histories of Cambodia”. Page 11.
  4. O'Reilly. Early Civilizations of Southeast Asia. December 21, 2005. Page 113.
  5. Palmer, B. The Rough Guide to Cambodia. August 1, 2011. p. 211. Link retrieved on July 6, 2015 from https://books.google.it/books?id=oR-Kmnj8wmAC&pg=PA211&dq=Sambor+Prei+Kuk&hl=en&sa=X&ei=0Y6aVZ-qAY_o8AWp-b6QDg&ved=0CD8Q6AEwBA#v=onepage&q=Sambor%20Prei%20Kuk&f=false
  6. Description Prasat Yeah Puon. Ministry of Tourism of Cambodia. Link retrieved on July 8, 2015 from http://www.tourismcambodia.org/provincial_guide/index.php?view=attdetail&prv=6&att=280