საიმირი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საიმირი
Saimiri sciureus
Saimiri sciureus
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ქვეოჯახი:  კაპუცინისებრნი
გვარი:  საიმირი
ლათინური სახელი
Saimiri

საიმირი, მკვდართავა (ლათ. Saimiri) — ცხვირფართო მაიმუნების გვარი კაპუცინისებრთა ქვეოჯახისა. მათი სხეულის სიგრძე 25-27 სმ, კუდისა 36-46 სმ აღწევს. აერთიანებს 2 სახეობას: ჩვეულებრივი საიმირი (Saimiri sciureus), რომელიც გავრცელებულია სამხრეთ ამერიკაში ეკვატორის ჩრდილოეთით და ყვითელი საიმირი (Saimiri oerstedii), რომელიც ცენტრალურ ამერიკაში გვხვდება. საიმირები ბინადრობენ ტროპიკულ ტყეებში, იკვებებიან მცენარეთა ნაყოფით, მწერებით, ობობებით, ლოკოკინებით, ბაყაყებით, წვრილი ფრინველებით. შობენ 1, იშვიათად 2 ნაშიერს. ტყვეობას კარგად ეგუებიან, მრავლდებიან ზოოპარკებში. იყენებენ ლაბორატორიული მიზნებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]