კაპუცინისებრნი (ლათ.Cebidae) — პრიმატებისოჯახიცხვირფართო მაიმუნების ქვერიგისა. გავრცელებულნი არიან ტროპიკულ და სუბტროპიკულ სამხრეთ და ცენტრალურ აფრიკაში. მეხეური ცხოველები არიან და მიწაზე იშვიათად გადაადგილდებიან. მცირე ზომის მაიმუნებია, უდიდესის, მურა კაპუცინის სხეულის სიგრძეა 33–56 სმ, ხოლო მასა 2,5–3,9 კგ. შეფერილობით საკმაოდ განსხვავდებიან ერთმანეთისგან, თუმცა ყოველ მათგანს ბრტყელი და ფართო ცხვირი აქვს. ყოვლისმჭამელები არიან, უმთავრესად იკვებებიან ხილითა და მწერებით. საკვების ამ სახეობების პროპორცია სახეობებს შორის განსხვავებულია. მაკეობა 130–170 დღე-ღამე გრძელდება (დამოკიდებულია სახეობაზე), დედალი შობს 1 ან 2 ნაშიერს. კაპუცინისებრნი სოციალური ცხოველები არიან. ქმნიან 5-დან 40-მდე წევრისგან შემდგარ ჯგუფებს, მცირე ზომის სახეობები უფრო დიდ ჯგუფებსაც ქმნიან. აქტიურები არიან დღისით.[1]