საიდუმლო მასალები: მე მინდა მჯეროდეს

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საიდუმლო მასალები: მე მინდა მჯეროდეს
რეჟისორი კრის კარტერი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი კრის კარტერი
ეფუძნება საიდუმლო მასალები
- კრის კარტერი
ისტორია კრის კარტერი
ფრენკ სპოტნიცი
როლებში
მუსიკა მარკ სნოუ
ოპერატორი ბილ რო
მონტაჟი რიჩარდ ა. ჰარისი
მწარმოებელი კომპანია
დისტრიბუტორი 20th Century Fox
გამოსვლის თარიღი
  • ივლისი 25, 2008 (2008-07-25)
ხანგრძლივობა 104 წთ.[1]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 30 მილიონი აშშ დოლარი[2][3]
შემოსავალი 68.4 მილიონი აშშ დოლარი[3]

საიდუმლო მასალები: მე მინდა მჯეროდეს“ (ინგლ. The X-Files: I Want to Believe) — ამერიკული ზებუნებრივი თრილერის ჟანრის 2008 წლის ფილმი, რომლის სცენარის რეჟისორია კრის კარტერი, ხოლო სცენარის ავტორები – კარტერი და ფრენკ სპოტნიცი. 1998 წლის ფილმის შემდეგ ეს არის რიგით მეორე „საიდუმლო მასალების“ ფრენჩაიზში, რომელიც შექმნილია კარტერის მიერ. ტელესერიალის სამი მთავარი გმირი, დევიდ დუხოვნის, ჯილიან ანდერსონის და მიტჩ პილეჯის განსახიერებით, ამ ფილმში კვლავ ბრუნდება.

პირველი ფილმისგან განსხვავებით, მეორეს სიუჟეტი არ ამახვილებს ყურადღებას ძირითად მითოლოგიაზე და წარმოადგენს ცალკე თრილერს, რომელიც უფრო ახლოს არის „კვირის მონსტრის“ ტიპის ეპიზოდებთან. სიუჟეტის მიხედვით ფოქს მალდერი და დანა სკალი, მთავარი გმირები, გფბ-ში უკვე რამდენიმე წელია, რაც არ მუშაობენ. მალდერი, დევნილი ორგანიზაციის მიერ, მარტო ცხოვრობს, ხოლო სკალი კათოლიკურ ჰოსპიტალში ექიმია. იქ იგი უმეგობრდება მძიმედ დაავადებულ პაციენტს. იდუმალ ვითარებაში კლავენ გფბ-ის აგენტს, ხოლო ყოფილ სასულიერო პირს, დადანაშაულებულს ბავშვებზე სექსუალურ ძალადობაში, აქვს უცნაური ხილვები. მალდერი და სკალი თანხმდებიან გფბ-ის შეთავაზებაზე და იძიებენ ამ საქმეს.

ფილმი თავდაპირველად უნდა გამოსულიყო 2001 წელს, სერიალის მეცხრე სეზონის შემდეგ, მაგრამ მასზე კვლავ მუშაობდნენ ექვსი წლის განმავლობაში. 2007 წლის დეკემბერში ვანკუვერში მისი წარმოება დაიწყო. პრემიერა გაიმართა 2008 წლის 23 ივლისს, ჰოლივუდში, ხოლო კინოგაქირავებაში ფილმი ჩაეშვა 25 ივლისს. კრიტიკოსებმა იგი არაერთგვაროვნად შეაფასეს.

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. THE X-FILES - I WANT TO BELIEVE (15). British Board of Film Classification (4 ივლისი, 2008). წაკითხვის თარიღი: 29 ნოემბერი, 2015.
  2. ფინკი, ნიკი. “'Dark Knight $314.2M In 10 Days: Keeps Smashing Record After Record; 'Step Brothers' Big; 'X-Files 2' Bombs“, Deadline, July 25, 2008. წაკითხვის თარიღი: 5 სექტემბერი, 2009. 
  3. 3.0 3.1 The X-Files: I Want to Believe“, BoxOffice Mojo. წაკითხვის თარიღი: 5 სექტემბერი, 2009.