ღრმა ყელი (საიდუმლო მასალები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ღრმა ყელი
საიდუმლო მასალები -ს ეპიზოდი
DeepThroatE.jpg
ეპიზოდის ნომ. ეპიზოდი 2
სცენარი კრის კარტერი
რეჟისორი დენიელ ზეკჰეიმი
მოწვეული მსახიობები ჯერი ჰარდინი,
ენდრიუ ჯონსტონი,
გებრიელ როუზი,
სეთ გრინი
მუსიკა მარკ სნოუ
კოდი 01-102
ეთერი სექტემბერი 17, 1993 (1993-09-17)
ეპიზოდების ქრონოლოგია
← წინა შემდეგი →
„პილოტი“ „ვიწრო“

ღრმა ყელი (Deep Throat) — ამერიკული ზებუნებრივი და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის სერიალ საიდუმლო მასალების მეორე ეპიზოდი, რომელიც ეთერში გავიდა 1993 წლის 17 სექტემბერს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აიდაჰოში განლაგებულ ავიაბაზასთან მდებარე სახლიდან ქრება რობერტ ბუდაჰასი. თვეების შემდეგ მისი მეუღლე ხვდება მალდერსა და სკალის და სთხოვს საქმის გამოძიებას. წასვლის წინ მალდერს ხვდება იდუმალი მამაკაცი, რომელიც შემდეგ ცნობილი ხდება 'ღრმა ყელის' სახელით. ის აფრთხილებს ფოქსს, თავი შორს დაიჭიროს ამ საქმისგან. ფოქსი აღმოაჩენს, რომ მისი ტელეფონი ისმინება.

აიდაჰოში ჩასული მალდერი მიდის ახლოს ავიაბაზასთან და თავად იხილავს ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს. ფოქსი და დანა გაიცნობენ ორ ახალგაზრდას, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ ბაზის თავზე მართლა ჩნდებიან მფრინავი ობიექტები. დახურულ ზონაში შეპარულ მალდერს იჭერენ, უშლიან მეხსიერების იმ ნაწილს, რომელიც დაკავშირებულია ამ ზონაზე მის ვიზიტთან და, სკალის ძალისხმევით, უკან აბრუნებენ. ვაშინგტონში დაბრუნებისას მალდერი კიდევ ერთხელ ხვდება 'ღრმა ყელს'.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]