საიდუმლო მასალები (სეზონი 8)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საიდუმლო მასალები (სეზონი 8)
The X-Files Season 8.jpg
DVD-ის გამოცემა
მონაწილეობენ
ქვეყანა აშშ
ეპიზოდი 21
ეთერი
ორიგინალური არხი Fox
პირველად ეთერში ნოემბერი 5, 2000 (2000-11-05) – მაისი 20, 2001 (2001-05-20)
სეზონების ქრონოლოგია
← წინა
სეზონი 7
შემდეგი →
სეზონი 9
ეპიზოდების სია

სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალ „საიდუმლო მასალების“ მერვე სეზონი აშშ-ში, Fox-ის ეთერში 2000 წლის 5 ნოემბერს გავიდა და დასრულდა 2001 წლის 20 ნოემბერს, 22 ეპიზოდის შემდეგ. ამ სეზონში მოქმედება მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ფოქს მალდერი (დევიდ დუხოვნი) გატაცებულია უცხოპლანეტელების მიერ. მისი ძიება მიმდინარეობს სეზონის მეორე ნახევრამდე, შემდეგ კი ჩნდება ახალი სიუჟეტური ხაზი დანა სკალის (ჯილიან ანდერსონი) ფეხმძიმობის შესახებ. აღნიშნული ხაზი გაგრძელდა და დასრულდა მეცხრე სეზონში. თავად სეზონის მთავარი თემებია სიცოცხლე, სიკვდილი და რწმენა.

ამ სეზონში დუხოვნი მალდერს მეორეხარისხოვანი პერსონაჟის სახით განასახიერებდა და ჩნდებოდა მხოლოდ ეპიზოდების ნახევარში. წინა პლანზე წამოიწია რობერტ პატრიკის მიერ განსახიერებულმა ჯონ დოგეტმა, ხოლო მისი თანაშემწე იყო მონიკა რეისი, ანაბეთ გიშის შესრულებით. იგივე პერსონაჟი მეცხრე სეზონში ერთ-ერთ წამყვან როლს ასრულებდა. მსახიობთა გუნდის ცვლილებების გარდა, სიახლე იყო ეპიზოდების ტრადიციულ შესავალშიც, რომელიც მანამდე, პირველი სეზონიდან მოყოლებული, ყოველთვის ერთი და იგივე იყო.

მერვე სეზონი კრიტიკოსებმა დადებითად შეაფასეს, თუმცა მოყვარულების ძირითადი ნაწილი უკმაყოფილო იყო დუხოვნის მცირე როლით და იმით, რომ პატრიკი ანდერსონის ძირითადი თანაშემწე გახდა. თავდაპირველად სეზონის რეიტინგები მაღალი იყო, მაგრამ ყოველი ეპიზოდის მაყურებლების რაოდენობა საბოლოოდ დაახლოებით 13.53 მილიონამდე დაეცა (წინა სეზონის 14.2 მილიონისგან განსხვავებით). ამავე დროს სცენარისტმა კრის კარტერმა და მისმა გუნდმა შექმნეს სერიალი-განშტოება „მარტოხელა მონადირეები“.

ეპიზოდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეპიზოდები, აღნიშნული ორმაგი ჯვრით (ორმაგი ჯვარი), წარმოადგენენ სერიალის მითოლოგიის ნაწილს.

#
ჯამში
#
სეზონში
სახელწოდებარეჟისორისცენარის ავტორიორიგინალური ეთერის თარიღიწარმ.
კოდი [1]
აშშ მაყურებელი
(მილიონი)
1621„შიგნიდან“ორმაგი ჯვარიკიმ მენერსიკრის კარტერინოემბერი 5, 2000 (2000-11-05)8ABX0115.87[2]
1632„გარედან“ორმაგი ჯვარიკიმ მენერსიკრის კარტერინოემბერი 12, 2000 (2000-11-12)8ABX0215.1[3]
1643„მოთმინება“კრის კარტერიკრის კარტერინოემბერი 19, 2000 (2000-11-19)8ABX0413.3[3]
1654„გუგულები“როდ ჰარდივინს გილიგანინოემბერი 26, 2000 (2000-11-26)8ABX0513.6[3]
1665„შელოცვა“რიჩარდ კომპტონიდევიდ ამანიდეკემბერი 3, 2000 (2000-12-03)8ABX0613.9[3]
1676„მკვლელობა“პიტერ მარკლიამბავი: სტივენ მეიდა და დენიელ არკინი
ტელედადგმა: სტივენ მეიდა
დეკემბერი 10, 2000 (2000-12-10)8ABX0313.2[3]
1687„უარყოფით“ტონი უორმბიფრენკ სპოტნიციდეკემბერი 17, 2000 (2000-12-17)8ABX0712.37[4]
1698„საკონტროლო გასროლა“ტერენს ო'ჰარაგრეგ უოკერიიანვარი 7, 2001 (2001-01-07)8ABX0913.3[3]
1709„გადარჩენა“როდ ჰარდიჯეფრი ბელიიანვარი 14, 2001 (2001-01-14)8ABX1011.7[3]
17110„სამაგიერო“ტონი უორმბიჯონ შიბენიიანვარი 21, 2001 (2001-01-21)8ABX1211.8[5]
17211„ძღვენი“ორმაგი ჯვარიკიმ მენერსიფრენკ სპოტნიცითებერვალი 4, 2001 (2001-02-04)8ABX1114.6[6]
17312„მედუზა“რიჩარდ კომპტონიფრენკ სპოტნიცითებერვალი 11, 2001 (2001-02-11)8ABX1313.8[3]
17413„ხელით“ორმაგი ჯვარიკიმ მენერსიკრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცითებერვალი 18, 2001 (2001-02-18)8ABX0816.0[7]
17514„შეუძლებელია“ორმაგი ჯვარიკიმ მენერსიკრის კარტერი და ფრენკ სპოტნიცითებერვალი 25, 2001 (2001-02-25)8ABX1416.9[8]
17615„ცოცხალი მკვდარი“ორმაგი ჯვარიტონი უორმბიკრის კარტერი და ფრენკ სპოტნიციაპრილი 1, 2001 (2001-04-01)8ABX1512.4[9]
17716„სამი სიტყვა“ორმაგი ჯვარიტონი უორმბიკრის კარტერი და ფრენკ სპოტნიციაპრილი 8, 2001 (2001-04-08)8ABX18
N/A
17817„ემპედოკლე“ბარი კ. თომასიგრეგ უოკერიაპრილი 22, 2001 (2001-04-22)8ABX1712.46[10]
17918„ისინი მოდიან“ორმაგი ჯვარიროდ ჰარდისტივენ მეიდააპრილი 29, 2001 (2001-04-29)8ABX1611.8[3]
18019„ეული“ფრენკ სპოტნიციფრენკ სპოტნიციმაისი 6, 2001 (2001-05-06)8ABX1912.7[3]
18120„არსი“ორმაგი ჯვარიკიმ მენერსიკრის კარტერიმაისი 13, 2001 (2001-05-13)8ABX2012.8[3]
18221„არსებობა“ორმაგი ჯვარიკიმ მენერსიკრის კარტერიმაისი 20, 2001 (2001-05-20)8ABX2114.00[11]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. The X-Files: The Complete Eighth Season (ბუკლეტი). კიმ მენერსი, სხვები. Fox. 
  2. “Campaign ad sales outstrip last election's – Election 2000: Media“, ნოემბერი 8, 2000, გვ. E20. 
  3. 3.00 3.01 3.02 3.03 3.04 3.05 3.06 3.07 3.08 3.09 3.10 კანტონი, მეჯ. The X-Files – Series – Episode List – Season 8. TV Tango. წაკითხვის თარიღი: თებერვალი 24, 2013.
  4. კისელი, რიკ. “'Sound' is music to NBC's ears“, დეკემბერი 20, 2000. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 29, 2012. 
  5. კისელი, რიკ. “Peacock mines gold in Globes' Nielsens“, იანვარი 23, 2001. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 29, 2012. 
  6. 'Outback' in Business. Entertainment Weekly (თებერვალი 16, 2001). წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 26, 2012.
  7. პეტროზელო, დონა. “Blaine Dangles a Preview“, თებერვალი 20, 2001. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 29, 2012. 
  8. სეპინუოლი, ალან. “Blame it on Cable“, მარტი 1, 2001. წაკითხვის თარიღი: სექტემბერი 19, 2012. 
  9. The List“, Crain Communications, აპრილი 30, 2001. წაკითხვის თარიღი: ნოემბერი 26, 2012. 
  10. “TV Ratings Report“, 26 აპრილი, 2001, გვ. 8C. 
  11. Associated Press (მაისი 2001). "Season finales lift NBC to No. 1". The Cincinnati Post: 3C..