საიდა გუნბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

საიდა კაპასას ასული გუმბა (დ. 30 აგვისტო, 1959, სოხუმი, — გ. 24 ნოემბერი, 2018, ბიჭვინთა) — აფხაზი მძლეოსანი (შუბის ტყორცნა). მოსკოვის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი (1980; 67,76 ; მოსკოვი). სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. სსრკ ჩემპიონი (1978, თბილისი), სსრკ ხალხთა VII სპარტაკიადის ჩემპიონი (1979, მოსკოვი), სსრკ ხალხთა VIII სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი (1983, მოსკოვი), სსრკ ჩემპიონი (იუნიორები, 1978, რიგა). დაჯილდოებულია საპატიო ნიშნის ორდენით (1980).

1981 წელს დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი. პირადი რეკორდი (68,28 მ) 1980 წელს მოსკოვში უჩვენა. 1979 წელს, ლაიპციგში გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში, გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკისა და საბჭოთა კავშირის მძლეოსანთა ნაკრებ გუნდებს შორის, ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ამავე წელს სიტარდის (ნიდერლანდები) საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი გახდა. 1980 წელს ტოკიოში (იაპონია) კი — ვარსკვლავთა საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონი. 1978–1987 წლებში იყო საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის სახელმწიფო კომიტეტის ინსტრუქტორი. რუსული მედია-საშუალებების ცნობით სანინსტრუქტორად მონაწილეობდა აფხაზეთის ომში (1992-1993) სეპარატისტების მხარეზე.[1]

ძირითადი შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დისციპლინა ადგილმდებარეობა ტურნირი ადგილი
შუბის ტყორცნა
Flag of the Soviet Union.svg
მოსკოვი, სსრკ
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980 2nd

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ელგუჯა ბერიშვილი, ქართული სპორტის ოქროს წიგნი, გვ. 155, თბ.: პალიტრა L, 2013.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Скромная чемпионка: памяти Саиды Гунба, „სპუტნიკ-აბხაზია“, 24 ნოემბერი, 2019.