სათოვლის ქედი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სათოვლის ქედითრიალეთის ქედის განშტოება — საწკეპლის ჩრდილო-აღმოსავლეთის გაგრძელება. იწყება მთა დიდგორიდან და მთავრდება ქალაქ მცხეთის მიდამოებში. აგებულია შუაეოცენური ანდეზიტური ტუფბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ქვიშაქვებით, ოლიგოცენური თაბაშირის შემცველი თიხებითა და ქვიშაქვებით. კალთები ციცაბოა. შემოსილია ტყითა და მეორადი მდელოებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]