შინაარსზე გადასვლა

საზოგადოების კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საზოგადოების კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles de la Société
ტაიტ. Tōtaiete mā

საზოგადოების კუნძულების განლაგება
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 17°32′ ს. გ. 149°50′ დ. გ. / 17.533° ს. გ. 149.833° დ. გ. / -17.533; -149.833
კუნძულთა რაოდენობა 14
მთავარი კუნძული ტაიტი
ფართობი 1593 კმ²
უმაღლესი წერტილი 2241 მ
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
დემოგრაფია
მოსახლეობა 227 807 (2022)
სიმჭიდროვე 143,005 ად. /კმ²

საზოგადოების კუნძულები (ფრანგ. Îles de la Société, ტაიტ. Tōtaiete mā) — კუნძულების ჯგუფი წყნარ ოკეანეში, საფრანგეთის პოლინეზიის ნაწილი. საზოგადოების კუნძულებზე ცხოვრობს საფრანგეთის პოლინეზიის მოსახლეობის უმრავლესობა.

საზოგადოების კუნძულები — ტროპიკული არქიპელაგია ვულკანური წარმოშობის, რომელიც მდებარეობს საფრანგეთის პოლინეზიის დასავლეთით. ფართობი — 1593 კმ².

საზოგადოების კუნძულები იყოფაна ორ ჯგუფად — ქარსზედა და ქარსქვედა:

№კუნძული ან რიფიხმელეთის ფართობი,
კმ²
ლაგუნის ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2017)
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
კოორდინატები
ქარსზედა კუნძულები
1მაიაო9—35339,2217°39′ ს. გ. 150°38′ დ. გ. / 17.650° ს. გ. 150.633° დ. გ. / -17.650; -150.633
2მეჰეტია2,3—დაუსახლებელი—17°52′ ს. გ. 148°04′ დ. გ. / 17.867° ს. გ. 148.067° დ. გ. / -17.867; -148.067
3მურეა133,5—17 718132,7217°31′ ს. გ. 149°49′ დ. გ. / 17.517° ს. გ. 149.817° დ. გ. / -17.517; -149.817
4ტაიტი1042—189 277181,6517°40′ ს. გ. 149°27′ დ. გ. / 17.667° ს. გ. 149.450° დ. გ. / -17.667; -149.450
5ტეტიაროა6—დაუსახლებელი—16°26′ ს. გ. 152°15′ დ. გ. / 16.433° ს. გ. 152.250° დ. გ. / -16.433; -152.250
ქარსქვედა კუნძულები
6ბორა-ბორა38—10 605279,0816°29′ ს. გ. 151°44′ დ. გ. / 16.483° ს. გ. 151.733° დ. გ. / -16.483; -151.733
7მანუაე4—დაუსახლებელი—16°32′ ს. გ. 154°41′ დ. გ. / 16.533° ს. გ. 154.683° დ. გ. / -16.533; -154.683
8მაუპიტი11—1295117,7316°26′ ს. გ. 152°15′ დ. გ. / 16.433° ს. გ. 152.250° დ. გ. / -16.433; -152.250
9მაუპიჰაა2,6—დაუსახლებელი—16°48′ ს. გ. 153°57′ დ. გ. / 16.800° ს. გ. 153.950° დ. გ. / -16.800; -153.950
10მოტუ-ონე3—დაუსახლებელი—15°48′ ს. გ. 154°32′ დ. გ. / 15.800° ს. გ. 154.533° დ. გ. / -15.800; -154.533
11რაიატეა1687012 16969,5416°44′ ს. გ. 151°27′ დ. გ. / 16.733° ს. გ. 151.450° დ. გ. / -16.733; -151.450
12ტაჰაა88—523459,4716°37′ ს. გ. 151°30′ დ. გ. / 16.617° ს. გ. 151.500° დ. გ. / -16.617; -151.500
13ტუპაი11—დაუსახლებელი—16°17′ ს. გ. 151°50′ დ. გ. / 16.283° ს. გ. 151.833° დ. გ. / -16.283; -151.833
14ჰუაჰინე74,8—607581,2216°44′ ს. გ. 151°02′ დ. გ. / 16.733° ს. გ. 151.033° დ. გ. / -16.733; -151.033
სულ1593,2070242 726152,3517°32′ ს. გ. 149°50′ დ. გ. / 17.533° ს. გ. 149.833° დ. გ. / -17.533; -149.833
კუნძულებზე ადრე არსებული სამეფოები

პირველი ევროპელი, რომელმაც დაინახა საზოგადოების კუნძულები, იყო ნიდერლანდელი ზღვაოსანი იაკობ როგევენი, რომელმაც 1722 წლის 6 ივნისს გაცურა ბორა-ბორას და მაუპიტის გვერდით. როგევენმა შეცდომით ჩათვალა ისინი ტონგას არქიპელაგის კუნძულებად, რომლებიც მოინახულა 1616 წელს იაკობ ლემერმა.

1767 წელს ბრიტანეთის ექსპედიციამ სამუელ უოლისის ხელმძღვანელობით აღმოაჩინა კუნძულები მეჰეტია (17 ივნისს), ტაიტი (18 ივნისს), მურეა (27 ივლისს), მაუპიჰაა (29 ივლისს) და მოტუ-ონე (29 ივლისს). უოლისი ხუთი კვირა გაჩერდა კუნძულ ტაიტიზე.

ჯეიმზ კუკის პირველი ექსპედიცია ეწვია ტაიტის 1769 წელს პლანეტა ვენერას დასაკვირვებლად. კუკმა აღმოაჩინა ჰუაჰინე, რაიატეა, ტაჰაა, ტუპაი და ტეტიაროა. თავიდან კუკმა საზოგადოების კუნძულები (ინგლ. Society Islands) დაარქვა მხოლოდ ქარსქვედა კუნძულებს, ლონდონის სამეფო საზოგადოების პატივსაცემად, რომელიც აფინანსებდა ექსპედიციას. მოგვიანებით სახელი გავრცელდა მთელ არქიპელაგზე. 1788 წლიდან 1880 წლამდე კუნძულებზე არსებობდა პოლინეზიური სახელმწიფო ტაიტის სამეფო, რომელიც შემდეგში (1842—1880 წლები) გახდა საფრანგეთის პროტექტორატი, ხოლო 1880 წლის შემდეგ — საფრანგეთის კოლონია.

ადმინისტრაციული დაყოფა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არქიპელაგში შედის 2 ადმინისტრაციული ქვედანაყოფი: ქარსზედა და ქარსქვედა კუნძულები, რომლებიც იყოფიან 20 კომუნად (13 — ქარსზედა და 7 — ქარსქვედა კუნძულები).

№კომუნაფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[2]
ად. (2022)
მოსახლეობის
სიმჭიდროვე,
ად./კმ²
ქარსზედა კუნძულები
1არუა1610 322645,13
2ფაა3429 826877,24
3ჰიტია ო ტე რა21810 19646,77
4მაინა51,614 623283,39
5მურეა-მაიაო13418 201135,83
6პაეა6512 756196,25
7პაპარა9311 743126,27
8პაპეეტე (დედაქალაქი)17,426 6541531,84
9პირაე3514 068401,94
10პუნააუია7628 781378,70
11აღმოსავლეთ ტაიარაპუ21613 60262,97
12დასავლეთ ტაიარაპუ104837180,49
13ტევა ი იუტა12010 83790,31
ქარსქვედა კუნძულები
14ბორა-ბორა4910 758219,55
15ჰუაჰინე74626384,64
16მაუპიტი14130293,00
17ტაჰაა88529660,18
18ტაპუტაპუატეაე88500756,90
19ტუმარაა71371852,37
20უტუროა (ადმ. ცენტრი)163663228,94
სულ1580245 987155,69

2022 წლის აღწერის მონაცემებით კუნძულებზე მოსახლეობის რიცხვი შეადგენს 245 987 ადამიანს (209 980 ად. — ქარსზედა და 36 007 ად. — ქარსქვედა კუნძულებზე). საზოგადოების კუნძულების მთავარი კუნძულია ტაიტი, რომელზეც ცხოვრობს მთელი მოსახლეობის 70 % და სადაც მდებარეობს საფრანგეთის პოლინეზიის დედაქალაქი პაპეეტე. მოსახლეობის ძირითადი რაოდენობა თავმოყრილია სანაპირო რეგიონებში, კუნძულების მთიან რაიონებში მოსახლეობა საკმაოდ იშვიათია.

ეკონომიკურად საზოგადოების კუნძულები ყველაზე უფრო ძლიერია საფრანგეთის ამ ზღვისიქითა ტერიტორიების ხუთი არქიპელაგიდან.

  1. ↑ Populations légales de Polynésie française en 2017 fr (27 December 2017). ციტირების თარიღი: 13 January 2018
  2. ↑ Recensement de la population 2022 – La population légale en Polynésie française au 18 août 2022. ISPF. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 November 2022. ციტირების თარიღი: 2022-12-12