საზიზღარი მე 2

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საზიზღარი მე 2
რეჟისორი პიერ კოფინი
კრის რენო
როლებში სტივ კარელი
კრისტენ უიგი
ბენჯამინ ბრეტი
მირანდა კოსგროუვი
რასელ ბრენდი
კენ ჯონგი
მუსიკა ჰექტორ პერეირა
ფარელ უილიამსი
მწარმოებელი კომპანია Illumination Entertainment
დისტრიბუტორი Universal Studios
გამოსვლის თარიღი
ხანგრძლივობა 98 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
ბიუჯეტი 75 მილიონი აშშ დოლარი[1]
შემოსავალი 970.8 მილიონი აშშ დოლარი[2]

„საზიზღარი მე 2“ (ინგლ. Despicable Me 2) — 2013 წლის ამერიკული კომპიუტერული ანიმაციური სათავგადასავლო კომედიური ფილმი, რომელიც აწარმოა Illumination Entertainment, ხოლო დისტრიბუცია გაუწია Universal Pictures-მა. იგი არის ანიმაციური ფილმების სერიის „საზიზღარი მე“ რიგით მეორე ფილმი და 2010 წლის ფილმის „საზიზღარი მე“ პირდაპირი გაგრძელება. რეჟისორი — პიერ კოფინი და კრის რენო, რომელიც პირველი ფილმის თანარეჟისორიც იყო. სცენარის ავტორი — სინკო პოლი და კენ დაურიო. სტივ კარელი, ჯეისონ სიგელი, რასელ ბრენდი და ჯულია ენდრიუსი, რომლებიც წინა ფილმშიც მონაწილეობდნენ, კვლავ გაიმეორეს საკუთარი როლები; მათ შეემატნენ ახალი მსახიობები: კრისტენ უიგი, ბენჯამინ ბრეტი და კენ ჯონგი.

ფილმმა მიიღო დადებითი შეფასებები კინოკრიტიკოსებისაგან, აგრეთვე — ოსკარის ორი ნომინაცია. საერთო განილვების საიტ Rotten Tomatoes-ზე მისი საერთო რეიტინგი 75% შეადგენს.[3]

2017 წელს გამოვიდა ფილმის გაგრძელება „საზიზღარი მე 3“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. McClintock, Pamela. “Box Office Preview: 'Despicable Me 2' Set to Upstage 'Lone Ranger'“, July 1, 2013. ციტირების თარიღი: July 2, 2013. 
  2. Despicable Me 2. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: January 20, 2014.
  3. Despicable Me 2 (2013). Rotten Tomatoes. Fandango Media. ციტირების თარიღი: September 10, 2020.