ძეგამჩაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საგიმი)
ძეგამჩაი
აზერ. Zəyəmçay
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
სათავე 40°31′01″ ჩ. გ. 45°30′00″ ა. გ. / 40.517000° ჩ. გ. 45.50000° ა. გ. / 40.517000; 45.50000
შესართავი მტკვარი
40°58′01″ ჩ. გ. 45°58′01″ ა. გ. / 40.967000° ჩ. გ. 45.967000° ა. გ. / 40.967000; 45.967000
სიგრძე 90 კმ
აუზის ფართობი 942 კმ²
მდინარის სისტემა მტკვარიკასპიის ზღვა
წყლის ხარჯი (საშ.) 6,30 მ³/წმ
ძეგამჩაი — აზერბაიჯანი
ძეგამჩაი
ძეგამჩაი
— სათავე, — შესართავი

ძეგამჩაი (აზერ. Zəyəmçay) — მდინარე აზერბაიჯანში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. მიედინება შამქორისა და გადაბეის რაიონში. სათავეს იღებს ჩექერბეიში 2020 მ-ზე. მდინარის სიგრძე 90 კმ-ია, აუზის ფართობი 942 კმ². იგი საზრდოობს მიწისქვეშა წყლით (45 %), წვიმით (35 %) და თოვლით (20 %). წყალდიდობები მარტ-ივნისშია, რაც გამოწვეულია თოვლის დნობით. ამ თვეების განმავლობაში მდინარის წლიური ნაკადის 60-70 % მიედინება. ძეგამჩაის საშუალო წლიური ხარჯი 6,30 მ³/წმ-ია, მაქსიმალური ხარჯი გაზაფხულსა და ზაფხულშია. ძეგამჩაის ჩამონადენი წყლის სეზონების მიხედვით: გაზაფხულზე 40 %, ზაფხულში 35 %, შემოდგომაზე 15 % და ზამთარში 10 %.

მდინარის ძველი ქართული სახელწოდებაა ბურდუჯი. ის ისტორიული საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვარს წარმაოდგენდა. წყაროებში გვხვდება — საგიმი, საგამი, ზეგამი და ზაკამის — სახელწოდებითაც.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Zəyəmçay“. river.aznet.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12-08-2004. ციტირების თარიღი: 04-12-2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date= და |archive-date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 614.