ძეგამჩაი
| ძეგამჩაი აზერ. Zəyəmçay | |
|---|---|
| ქვეყანა |
|
| სათავე | 40°31′01″ ჩ. გ. 45°30′00″ ა. გ. / 40.517000° ჩ. გ. 45.50000° ა. გ. |
| შესართავი |
მტკვარი 40°58′01″ ჩ. გ. 45°58′01″ ა. გ. / 40.967000° ჩ. გ. 45.967000° ა. გ. |
| სიგრძე | 90 კმ |
| აუზის ფართობი | 942 კმ² |
| მდინარის სისტემა | მტკვარი → კასპიის ზღვა |
| წყლის ხარჯი (საშ.) | 6,30 მ³/წმ |
|
| |
ძეგამჩაი (აზერ. Zəyəmçay) — მდინარე აზერბაიჯანში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. მიედინება შამქორისა და გადაბეის რაიონში. სათავეს იღებს ჩექერბეიში 2020 მ-ზე. მდინარის სიგრძე 90 კმ-ია, აუზის ფართობი 942 კმ². იგი საზრდოობს მიწისქვეშა წყლით (45 %), წვიმით (35 %) და თოვლით (20 %). წყალდიდობები მარტ-ივნისშია, რაც გამოწვეულია თოვლის დნობით. ამ თვეების განმავლობაში მდინარის წლიური ნაკადის 60-70 % მიედინება. ძეგამჩაის საშუალო წლიური ხარჯი 6,30 მ³/წმ-ია, მაქსიმალური ხარჯი გაზაფხულსა და ზაფხულშია. ძეგამჩაის ჩამონადენი წყლის სეზონების მიხედვით: გაზაფხულზე 40 %, ზაფხულში 35 %, შემოდგომაზე 15 % და ზამთარში 10 %.
მდინარის ძველი ქართული სახელწოდებაა ბურდუჯი // ბერდუჯი. ის ისტორიული საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვარს წარმაოდგენდა. წყაროებში გვხვდება — საგიმი, საგამი, ზეგამი და ზაკამის — სახელწოდებითაც.[1]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „Zəyəmçay“. river.aznet.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12-08-2004. ციტირების თარიღი: 04-12-2020. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|access-date=და|archive-date=-ში (დახმარება)CS1-ის მხარდაჭერა: უვარგისი ბმული (link)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 614.