საბიჰა ბენგიუთაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
საბიჰა ბენგიუთაში
Sabiha Ziya Bengütaş
Mütareke Anıtı.jpg
სრული სახელი საბიჰა ზია ბენგიუთაში
დაიბადა 1904
დაბადების ადგილი სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია
გარდაიცვალა 2 ოქტომბერი, 1992 (87–88 წლის)
გარდაცვალების ადგილი ანკარა, თურქეთი
ეროვნება თურქი
სფერო მექანდაკეობა
პარტნიორები შაქირ ემინ ბენგიუთაში

საბიჰა ზია ბენგიუთაში (თურქ. Sabiha Ziya Bengütaş; დ. 1904, სტამბოლი, ოსმალეთის იმპერია — გ. 2 ოქტომბერი, 1992, ანკარა, თურქეთი) — თურქი მექანდაკე. ცნობილია, როგორც პირველი თურქი ქალი მოქანდაკე.[1]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბიჰა ზია 1904 წელს, სტამბოლში დაიბადა.[2] მას ჰყავდა და და უფროსი ძმა.[3] სწავლობდა ეიუპსულთანის ნუმუნეს სკოლაში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ეუპის ანატოლიის უმაღლესი სკოლა. ოთხი წელი ცხოვრობდა დამასკოში, სირიაში, სადაც მამამისი ოსმალეთის პერიოდში სახელმწიფო მოხელედ მსახურობდა.[4] დამასკოში განათლება, ერთი წლის მანძილზე ფრანგულ კათოლიკურ სკოლაში განაგრძო. ოჯახი სტამბოლში დაბრუნების შემდეგ, ბუიუქადაზე დასახლდა, სადაც მან საშუალო განათლება ქიოფრულუ ფუათ ფაშას სკოლაში დაასრულა. 1920 წელს, სტამბოლის სამხატვრო აკადემიის (დღეს მიმარ სინანის სახელობის უნივერსიტეტი) სამხატვრო და მოქანდაკეობის ფაკულტეტზე, სახვითი ხელოვნების შესწავლა დაიწყო. ის პირველი ქალი სტუდენტი გახდა კლასში.[3] ფეიჰამან დურანი მისი ერთ-ერთი მასწავლებელი იყო აკადემიაში. 1924 წელს, მოიგო სახელმწიფო სასწავლო გრანტი რომის სახვითი ხელოვნების აკადემიაში სასწავლოდ, სადაც ის ერმენიჯილდო ლუპის (1877–1937) სემინარებს ესწრებოდა.

მოგვიანებით იგი დაქორწინდა შაქირ ემინ ბანგიუთაშზე, დიპლომატსა და პოეტ აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანის შვილიშვილზე. ის ხშირად მოგზაურობდა საზღვარგარეთ, ქმართან ერთად. წყვილი, შაქირ ემინის პენსიაზე გასვლის შემდეგ, ანკარის ჩანქაიას რაიონში, მალთეფეს კვარტალში დასახლდა. მოგვიანებით ის ქალიშვილი აიყვანა, სახელად ნუროლი, რომელიც მარტოობისას მას თან ახლდა.[2][3]

გარდაიცვალა 1992 წლის 2 ოქტომბერს, ანკარაში.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Sabiha Behgütaş. Biyografya. წაკითხვის თარიღი: 2017-11-03.
  2. 2.0 2.1 Sabiha Bengütaş. İstanbul Kadın Müzesi. წაკითხვის თარიღი: 2017-11-03.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Sabiha Ziya bengütaş tr. Sabiha Bengütaş. წაკითხვის თარიღი: 2017-11-03.
  4. Tırnakçı, Hazal (2016-01-04) (tr). Erkek egemen toplum anlayışına karşı ilk kadın heykeltıraş: Sabiha Ziya Bengütaş. Gaia Dergi. https://gaiadergi.com/erkek-egemen-toplum-anlayisina-karsi-ilk-kadin-heykeltiras-sabiha-ziya-bengutas/. წაკითხვის თარიღი: 2017-11-04.