აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი
Abdulhak Hamid Bey.jpg
დაბ. თარიღი 2 იანვარი 1852(1852-01-02)[1]
დაბ. ადგილი სტამბოლი[2]
გარდ. თარიღი 13 აპრილი 1937(1937-04-13)[1] [2] (85 წლის)
გარდ. ადგილი სტამბოლი[2]
დასაფლავებულია ზინჯირლიქუიუს სასაფლაო
საქმიანობა პოეტი, დიპლომატი, პოლიტიკოსი, ავტორი და მწერალი[2]
ენა ოსმალური ენა[1]
მოქალაქეობა Flag of Turkey.svg თურქეთი[2]

აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი (თურქ. Abdülhak Hamit Tarhan; დ. 2 იანვარი, 1852, სტამბოლი — გ. 13 აპრილი, 1937, იქვე) — თურქი მწერალი, განმანათლებელი და სახელმწიფო მოღვაწე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა არისტოკრატთა ოჯახში. სწავლობდა პარიზში. წლების მანძილზე ეწეოდა დიპლომატიურ მოღვაწეობას, 1928 წელს აირჩიეს დიდი ეროვნული მეჯლისის დეპუტატად. სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა XIX საუკუნის 70-იან წლებიდან. მის ჟანნრობრივად მრავალფეროვან შემოქმედებაში შეიმჩნევა რომანტიული და რეალისტური ნაკადი, ერთმანეთში ერწყმის პესიმისტური და ოპტიმისტური განწყობილება. აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი იყო პოეტური მეტრიკის ნოვატორი. თურქულ ლიტერატურაში საფუძველი ჩაუყარა ახალ ჟანრს — დრამატულ პოეზიას. წერდა დრამებს ლექსად („თავისუფლება“, „სარდანაპალი“ და სხვა), პოემებს („საფლავი“, 1885) და პიესებს („ინდოელის ქალიშვილი“, 1875 და სხვა), რომლებშიც ჭარბობს ფსიქოლოგიური ანალიზი. აბდულჰაქ ჰამიდ თარჰანი ეხმაურებოდა ეპოქის მოწინავე მისწრაფებებს. ილაშქრებდა სულთნის ტირანიისა და ინგლისელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ, იცავდა ქალის საზოგადოებრივ ინტერესებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]