რუჰაბადის მავზოლეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუჰაბადის მავზოლეუმი
უზბეკ. Ruhobod maqbarasi
კოორდინატები 39°39′03″N 66°58′06″E / 39.650861° ჩ. გ. 66.968208° ა. გ. / 39.650861; 66.968208
მდებარეობა სამარყანდი, უზბეკეთი
თარიღდება XIV საუკუნე

რუჰაბადის მავზოლეუმი (უზბეკ. Ruhobod maqbarasi) — XIV საუკუნის მემორიალური საკულტო ნაგებობა სამარყანდში, უზბეკეთი. მდებარეობს ადგილზე სადაც დაკრძალულია ისლამის სამართალმცოდნე და ღვთისმეტყველი მეცნიერ-მისტიკოსი შეიხი ბურჰანედდინ კლიჩ საგარჯი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუჰაბადის მავზოლეუმი აშენეს თემურლენგის დაკვეთით 1380 წელსისლამური რელიგიური მოღვაწის შეიხ ბურჰანედდინ კლიჩ საგარჯის საფლავზე, რომელიც ცნობილი გახდა აღმოსავლეთ თურქესტანის ტომებს შორის ისლამის გავრცელების გამო. თავად შეიხის დაკრძალვის დრო უცნობია. ისლამის ღვთისმეტყველი აბუ ჰაფსა ნაჯმეტდინ უმარი თავის წიგნში აღნიშნავს, რომ შეიხ ბურჰანედდინის დაკრძალვის პერიოდი უნდა იყოს X საუკუნე. სხვა მონაცემებით შეიხის სამარხი სამარყანდში 1287 წლიდან არსებობს[1]. მიუხედავად ამისა, ისტორიკოსების დიდი ნაწილი შეიხის დაკრძალვის თარიღად მიიჩნევენ XIV საუკუნის მეორე ნახევარს და ეყრდნობიან არაბი ისტორიკოსისა და მოგზაურის იბნ ბატუტას ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც იბნ ბატუტას ინდოეთში და ჩინეთში მოგზაურობის დროს, რომელიც შედგა XIV საუკუნის 40-იან წლებში, პეკინის მუსულმანური მისიის ხელმძღვანელად ასახელებს საგარჯის. ბურჰანედდინ საგარჯის ჰქონდა დიდი გავლენა ჩინეთის მონღოლური მმართველი დინასტიის იუანის სამეფო კარზე, უფრო მეტიც, დაქორწინებული იყო „ჩინელ პრინცესაზე“. იგი გარდაიცვალა ჩინეთში, საკუთარ შვილს, აბუ საიდს დაუტოვა ანდერძი, რომ დაესაფლავებინა სამარყანდში.

რუჰაბადის მავზოლეუმი აშენებისთანავე გახდა ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი საკულტო ნაგებობა სამარყანდში. თავად თემურლენგიც კი მავზოლეუმთან მიახლოებისას ცხენიდან ჩამოდიოდა. მოგვიანებით რუჰაბადის სამხრეთით მან საკუთარი შვილიშვილის მუჰამად-სულთნის სახელზე ააშენა სასულიერო ცენტრი (მოგვიანებით გურ-ემირის მავზოლეუმი). რუჰაბადის მავზოლეუმში გარდა ბურჰანედდინ საგარჯისა მოგვიანებით დაკრძალეს მისი ცოლი, შვილები და ნათესავები.

მომდევნო წლებში ტერიტორია რუჰაბადის მავზოლეუმის გარშემო არაერთხელ გადააკეთეს. 1880 - 1882 წლებშიმავზოლეუმის ახლოს ააშენეს ჩინურ სტილში გაფორმებული კვადრატული მეჩეთი. XIX საუკუნის შუა წლებში მოძველებული ნაგებობების ადგილზე ააგეს ერთსართულიანი მედრესე, მინარეთი და ასევე აუზი. მეჩეთმა და მინარეთმა მოაღწია ჩვენს პერიოდამდე. მედრესედან დღემდე მოაღწია მხოლოდ პორტალურმა შესასვლელმა.

მავზოლეუმის სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა 1950-იან წლებში და 2016 წლის იანვარში.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუჰაბადის მავზოლეუმი არის არატიპიური ნაგებობა თემურლენგის მმართველობის პერიოდისათვის და მკვეთრად განსხვავვება სხვა ამ პერიოდის მავზოლეუმებისაგან. მავზოლეუმი წარმოადგენს ერთგუმბათიან ნაგებობას, რომლის ზომებიც არის 14 х 12 მეტრი, ხოლო სიმაღლე 24 მეტრი.

მავზოლეუმს გააჩნია სამი შესასვლელი - ჩრდილოეთიდან, დასავლეთიდან და სამხრეთიდან. მავზოლეუმის მოწყობილობა საკმაოდ ასკეტურია. მისი კევლების გაფორმებაში ძირითადად სჭარბობს აგური. თაღოვანი შესასვლელების გასაფორმებლად გამოიყენება ტერაკოტის ქანდაკებები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Самаркад. Музей под открытым небом.. — Ташкент: Издательство литературы и искусства имени Гафура Гуляма, 1986. — С. 88. — 248 с.
  • Памятники искусства Советского Союза. Средняя Азия. Справочник-путеводитль. / Автор текста и составитель альбома Г.А. Пугаченкова. — М.: Искусство, 1983. — С. 390. — 428 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Портал города Самарканда. Мавзолей Рухабад. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-20. ციტირების თარიღი: 2017-11-26.