რუსლან აბიშოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რუსლან აბიშოვი
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
10 ოქტომბერი, 1987 (1987-10-10) (36 წლის)
დაბადების
ადგილი
ბაქო, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
სიმაღლე 187 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
ზირა
ნომერი 15
ახალგაზრდული კარიერა
2003–2006 ნეფთჩი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2006–2012 ნეფთჩი 116 (8)
2012–2013 ხაზარი 17 (1)
2013–2015 ყაზანი რუბინი 1 (0)
2014   გაბალა (იჯარით) 13 (1)
2015–2016 გაბალა 31 (5)
2016–2017 ინტერ ბაქო 13 (5)
2017–2019 ნეფთჩი 39 (6)
2019–2021 საბაჰი 13 (0)
2021– ზირა 0 (0)
ეროვნული ნაკრები
2009– აზერბაიჯანი 59 (4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

რუსლან აბიშოვი (აზერ. Ruslan Ibrahim oğlu Abışov; დ. 10 ოქტომბერი, 1987) — აზერბაიჯანელი ფეხბურთელი. აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის კლუბ „ზირასა“ და აზერბაიჯანის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბიშოვი ითვლება „ნეფთჩის“ აკადემიის ახალგაზრდულ პროდუქტად. 2010-11 წლებში გუნდთან ერთად გახდა აზერბაიჯანის პრემირ ლიგის ჩემპიონი. 2011-12 წლების სეზონის შემდეგ სათამაშოდ გაუშვეს „ხაზარ ლენქორანში“.[1] 2013 წლის 26 თებერვალს შეუერთდა ყაზანის „რუბინის“. გააფორმა 2,5 წლიანი კონტრაქტი.[2]

2014 წლის 24 ივნისს აბიშოვი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგის კლუბ „გაბალას“ 6 თვიანი იჯარით შეუერთდა.[3][4]

2015 წლის 14 სექტემბერს ხელახლა შეუერთდა „გაბალას“ რაც გამოწვეული იქნა „ხაზარ ლენქორანში“ მისი რეგისტრაციის პრობლემების გამო.[5] 2015-16 წლების სეზონში დატოვა „გაბალა“. უარი განაცხადა ახალ კონტრაქტზე.[6]

2016 წლის 29 ივნისს აბიშოვმა ხელი მოაწერა ერთწლიან კონტრაქტს ბაქოს „ინტერთან“.[7] 2017 წლის 12 იანვარს აბიშოვმა ხელი მოაწერა ექვსთვიან კონტრაქტს ბაქოს „ნეფთჩისთან“.[8] აბიშოვმა გააგრძელა კონტრაქტი 2017 წლის ზაფხულში და გუნდის კაპიტანი იყო 2017–18 წლების სეზონში, როდესაც „ნეფთჩიმ“ მოიპოვა ბრინჯაოს მედლები სეზონში, ეს იყო მათი უმაღლესი შედეგი ლიგაში 2013 წლიდან. 2019 წლის 10 ივნისს „ნეფთჩიმ“ ორმხრივი თანხმობით გაუშვა აბიშოვი გუნდიდან. კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.[9]

2019 წლის 13 ივნისს აბიშოვმა ხელი მოაწერა ორწლიან კონტრაქტს საფეხბურთო კლუბ „საბაჰთან“.[10]

2021 წლის 26 ივნისს რუსლან აბიშოვი შეუერთდა საფეხბურთო კლუბ „ზირას“.[11]

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2005–2007 წლებში თამაშობდა აზერბაიჯანის 19 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში. ჩაატარა 3 შეხვედრა ნაკრების რიგებში. 2007–2009 წლებში კი – აზერბაიჯანის 21 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში. ჩაატარა 8 შეხვედრა სადაც მოახერხა 1 გოლის გატანა. 2017 წელს იყო აზერბაიჯანის 23 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებში, ისლამის სოლიდარობის თამაშებზე. ჩატარებულ 5 შეხვედრაში გაიტანა 1 გოლი. აბიშოვის დებიუტი აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში შედგა 2009 წლის 5 სექტემბერს ფინეთის წინააღმდეგ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში.[12] მან პირველი გოლი გაიტანა 2009 წლის 18 ნოემბერს, ჩეხეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Xəzər Lənkəran — Ruslan Abışov "Xəzər Lənkəran"da დაარქივებული 17 October 2013 საიტზე Wayback Machine.
  2. Руслан Абышов стал игроком «Рубина» დაარქივებული 1 March 2013 საიტზე Wayback Machine.
  3. Ruslan Abışov "Qəbələ"də az. Gabala FK. ციტირების თარიღი: 24 June 2014
  4. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru. Azerisport (3 February 2015). ციტირების თარიღი: 3 February 2015
  5. Qəbələ Ruslan Abışovu da rənglərinə bağladı az. Gabala FC (14 September 2015). ციტირების თარიღი: 14 September 2015
  6. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru. Azeri Football (26 May 2016). ციტირების თარიღი: 27 May 2016
  7. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. ru. Azerisport (30 June 2016).
  8. Neftçi milli komandanın üzvü ilə müqavilə bağladı az. Neftchi Baku (12 January 2017). ციტირების თარიღი: 12 January 2017
  9. Neftçi PFK Terminated Abishov's Contract en. Neftçi PFK (10 June 2019).
  10. RUSLAN ABIŞOV "SABAH"DA! az. Sabah FK (13 June 2019). ციტირების თარიღი: 13 June 2019
  11. "Zirə" yeni futbolçu ilə anlaşıb. Azerbaijani. Zira FK (26 June 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივნისი 2021. ციტირების თარიღი: 27 June 2021
  12. Match report