რუსები აზერბაიჯანში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Russian settlers, possibly Molokans, in the Mugan steppe of Azerbaijan. Sergei Mikhailovich Prokudin-Gorskii.jpg
რუსი დევნილთა ოჯახი აზერბაიჯანში.
საერთო მოსახლეობა
119,300 (2009 წლის მონაცემები)
ენები აზერბაიჯანული, რუსული.
რელიგიები მართლმადიდებლობა

რუსები აზერბაიჯანში ან აზერბაიჯანელი რუსები (აზერ. Azərbaycanda ruslar, რუს. русские в Азербайджане) — წარმოადგენენ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მცხოვრებ რუსებს. ისინი აზერბაიჯანის მეორე უმსხვილესი ეთნიკური უმცირესობაა და ასევე ყველაზე დიდი რუსული საზოგადოება სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია რუსეთის გარეთ.[1][2] მიუხედავად იმისა, რომ რაოდენობა ეცემა, 2009 წლის მონაცემებით რუსი მოსახლეობა ჯერ კიდევ 119 300 ადამიანს შეადგენდა. XIX საუკუნის დასაწყისში მათი ჩამოსვლის შემდგომ რუსებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით საბჭოთა პერიოდში.

1999 წლის აღწერის მონაცემებით, რუსები შეადგენდნენ ბაქოს მოსახლეობის 7% -ს, ანუ ყოველი 1,7 მილიონი ადამიანიდან დაახლოებით 120 000-ს. ეს მნიშვნელოვნად დაბალი მაჩვენებელია, XX საუკუნის შუა პერიოდთან შედარებით, როდესაც რუსები შეადგენდნენ მოსახლეობის დაახლოებით მესამედს. რუსების უფრო მცირე რაოდენობა, მათ შორის კაზაკებიც, ცხოვრობენ სუმგაითში, განჯაში, ხაჩმაზში, მინგეჩურსა და შირვანში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ კაზაკთა დასახლება ლენქორანის მახლობლად უკვე არსებობდა 1795 წელს, აზერბაიჯანში პირველი რუსთა სამოქალაქო ჩამოსახლებლები მხოლოდ 1830 - 1850 წლებში მიმდინარეობდა, თურქმენჩაის ხელშეკრულების რატიფიკაციის შემდეგ. 1832 წელს დაიწყო რუსეთის ძველი მორწმუნეების და ე.წ. სექტანტების იძულებითი გადასახლება რუსეთის შიდა პროვინციებიდან სამხრეთ კავკასიაში.[3] გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სექტანტებს ეკრძალებოდათ ქალაქებში დასახლება, ვიდრე მოგვიანებით, მათ თვითონ არ დააარსეს მეზობლური დასახლებები შემახსა და ლენქორანთან ახლოს. 1859 წელს კი ბაქოშიც დასახლდნენ.[4] საყოველთაო აღწერის თანახმად, 1897 წლისთვის ბაქოს გუბერნიის რუსულენოვანი მოსახლეობა შეადგენდა 73 632 ადამიანს.[5] რუსების კიდევ ერთ-ერთი დიდი დასახლება განლაგებული იყო ელიზაბედპოლზში (თანამედროვე განჯის ტერიტორია), სადაც 14 146 რული მოსახლე ცხოვრობდა. [6]

რელიგია და ენა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანში რუსების უმრავლესობა აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ქრისტიანობის მიმდევარია. ბაქოში პირველი რუსული მართლმადიდებლური ეკლესია აშენდა 1815 წელს.[7] 1905 წელს დაარსდა ბაქოს ეპარქია, რომელიც ამჟამად ცნობილია როგორც ბაქოსა და აზერბაიჯანის ეპარქია, ამჟამად მის დაქვემდებარებაშა ხუთი ეკლესიაა.

აზერბაიჯანში რუსები საუბრობენ რუსულად და ამ ენას იყენებენ ძირითადათ. ამასთან, ბაქოს რუსული ენა ავლენს მთელ რიგ ფონეტიკურ მახასიათებლებს, რომელიც დამახასიათებელია აზერბაიჯანის ყველა რუსულენოვანი ეთნოსისთვის. მიჩნეულია რომ რუსული ენა აზერბაიჯანულის გავლენას განიცდის.[8][9] რუსულ დიალექტზე მოსაუბრე რუსების შთამომავლებში დღემდე იჩენს თავს ძველი რუსული ენის ნაშთები, რომლებიც აღარ გამოიყენება ნამდვილ ლიტერატურულ რუსულ ენაში.[10]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Асланов А. М. Азербайджанский язык в орбите языкового взаимодействия (Социально-лингвистическое исследование). — Баку: Элм, 1989. — ISBN 5-8066-0213-3.
  • Мурадов Г. Л., Полоскова Т. В., Затулин К. Ф. и др. Справочник российского соотечественника // М.: Русский мир, 2006. 2-е издание — стр. 11-14
  • Заплетин Г., Ширин-заде Г. Русские в истории Азербайджана. — Баку, 2008

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]