რუპია ბანდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუპია ბვეზანი ბანდა
რუპია ბვეზანი ბანდა
ზამბიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
19 აგვისტო 2008 – 23 სექტემბერი 2011
ვიცე-პრეზიდენტი  ჯორჯ კუნდა
წინამორბედილევი მვანავასა
მემკვიდრემაიკლ სატა

დაბადებული13 თებერვალი 1937
გვანდა სამხრეთ როდეზია
მეუღლეჰოპე მვანსა მაკულუ (გარდაცვლილია)
თანდივე ბანდა

რუპია ბვეზანი ბანდა (ინგლ. Rupiah Bwezani Banda, დ. 13 თებერვალი 1937, გვანდა, სამხრეთ როდეზია) - ზამბიის სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. ზამბიის მეოთხე პრეზიდენტი 2008 წლის 19 აგვისტოდან. ვიცე-პრეზიდენტი 2006 წლიდან. პრეზიდენტ ლევი მვანავასაზე ინსულტის შეტევის შემდეგ 2008 წლის 28 ივნისიდან ასრულებდა პრეზიდენტის მოვალეობას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუპია ბანდა დაიბადა სამხრეთ როდეზიის (დღევანდელი ზიმბაბვე) ქალაქ გვანდაში. მისი მშობლები სამხრეთ როდეზიაში მის დაბადებამდე გადავიდნენ ჩრდილოეთ როდეზიიდან სამუშაოს პოვნის მიზნით. რუპია ბანდას პოლიტიკური კარიერა დაიწყო, მას შემდეგ, რაც 1960 წელს შეუერთდა ეროვნული დამოუკიდებლობის გაერთიანებულ პარტიას. ამავე წლიდან არის პარტიის წარმომადგენელი ჩრდილოეთ ევროპაში, ხოლო 1965 წლიდან ზამბიის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი ეგვიპტეში. 1967 წლიდან კი აშშ-ში. 1969 წელს დაბრუნდა ზამბიაში და დაიკავა მაღალი თანამდებობა სოფლის მეურნეობის კორპორაციაში. 1971 წლიდან არის გაეროში ზამბიის მუდმივი წარმომადგენელი, ხოლო 1975-1976 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი. მეგობრობდა უნიტას ლიდერ ჟონას სავიმბისთან.

2008 წლის 1 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო ხმების 40,1 %, მისმა კონკურენტმა პატრიოტული ფრონტის ლიდერმა მაიკლ სატამ კი 38,1 %. 2 ნოემბერს ლუსაკაში დასდო საპრეზიდენტო ფიცი. გახდა ქვეყნის მეთაური და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1966 წელს პირველ ქორწინებაშია ჰოპე მვანსა მაკულუსთან, რომელთანაც შეეძინა 5 შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
ლევი მვანავასა
ზამბიის პრეზიდენტი

2008-2011
შემდეგი:
მაიკლ სატა