შინაარსზე გადასვლა

ედგარ ლუნგუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ედგარ ლუნგუ
ედგარ ლუნგუ
ზამბიის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 იანვარი, 2015 – 24 აგვისტო, 2021
ვიცე-პრეზიდენტი  ინონგე ვინა
წინამორბედიგაი სკოტი
მემკვიდრეჰაკაინდე ჰიჩილემა

დაბადებული11 ნოემბერი, 1956
ნდოლა
გარდაცვლილი5 ივნისი, 2025
პრეტორია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა
ეროვნებაზამბიელი
პოლიტიკური პარტიაპატრიოტული ფრონტი

ედგარ ჩაგვა ლუნგუ (ინგლ. Edgar Chagwa Lungu; დ. 11 ნოემბერი 1956, ნდოლა, ჩრდილოეთი როდეზია — გ. 5 ივნისი, 2025, პრეტორია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) — ზამბიელი სახელმწიფო მოღვაწე, სხვადასხვა დროს ეკავა შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრის თანამდებობები. ზამბიის პრეზიდენტი 2015 წლის 25 იანვრიდან 2021 წლის 24 აგვისტომდე.[1]

დაიბადა 1956 წელს ნდოლაში. 1981 წელს დაამთავრა ზამბიის უნივერსიტეტი, სამართლის ბაკალავრის ხარისხით. 2012 წლიდან შინაგან საქმეთა მინისტრია. 2013 წლის 24 დეკემბრიდან თავდაცვის მინისტრი ხდება, ხოლო 2014 წლის 28 აგვისტოდან იუსტიციის მინისტრად დაინიშნა.

28 ოქტომბერს გარდაიცვალა პრეზიდენტი მაიკლ სატა, საპრეზიდენტო არჩევნებში ედგარ ლუგუმ მიიღო ხმების 48,33% და 25 იანვარს დაიკავა ზამბიის მე-6 პრეზიდენტის თანამდებობა.

დაქორწინებულია ესტერ ლუნგუზე, მათ ჰყავთ 6 შვილი და რვა შვილიშვილი.

2025 წლის დასაწყისში ლუნგუ სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრა გაურკვეველი დაავადების სამკურნალოდ. 2025 წლის მაისისთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ჭორების მიუხედავად, მისი მდგომარეობა სტაბილური იყო.[2] 2025 წლის 5 ივნისის დილით, ლუნგუ გარდაიცვალა გულის გართულებების შემდეგ, რომელიც მას პრეტორიის კლინიკაში ჩაუტარდა.[3][2] იგი 68 წლის იყო.[4]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Zambia new president Hakainde Hichilema swearing in ceremony highlights“. BBC News Pidgin. ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი, 2021. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
  2. 2.0 2.1 Edgar Lungu: Zambia's former president dies aged 68 en-gb (2025-06-05). ციტირების თარიღი: 2025-06-05
  3. Edgar Lungu has died of complications during surgery (June 5, 2025). ციტირების თარიღი: June 5, 2025.
  4. Mfula, Chris; Sinyangwe, Chiwoyu (2025-06-05). „Zambia's former president Edgar Lungu dies aged 68“. Reuters (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2025-06-05.