შინაარსზე გადასვლა

რუთულები

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რუთულები — სამხრეთ დაღესტანში მდ. სამურის ზემო წელში ცხოვრობენ. ეთნონიმი რუთული, მათი ყველაზე დიდი და მთავარი სოფლის, რუთულის სახელწოდებიდან მომდინარეობს.

რუთულური (მუხიდური) ენა დაღესტნური ჯგუფის ლეზგიურ ქვეჯგუფში შედის. რუთულური ენა უმწერლობო ენა იყო. რუთულური ანბანი მხოლოდ 1993 წელს შეიქმნა რუსული გრაფიკის საფუძველზე. ამავე წლიდან რუთულის რაიონში მცხოვრებ რუთულელ ბავშვებს სკოლებში მშობლიურ ენასაც ასწავლიან. რუთულები ორენოვანი არიან. ზოგიერთი მათგანი ორ ენაზე მეტს ფლობს. რუთულურ ენას აქვს შემდეგი დიალექტები: საკუთრივ რუთ ულური ( მუხადური ), შინაზური, მუხ რეკული, იხრეკული, ბორჩულ - ხინავური. რუთულური ენისათვის დამახასიათებელია ხმოვანთა (14) და თანხმოვანთა (38) რთული სისტემა.

რუთულების ძირითადი სამეურნეო საქმიანობა მეცხოველეობა იყო (მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, მეცხვარეობა). ცხვარს ამთაბარებდნენ. საზამთრო საძოვრებს ისინი ლეზგებისაგან, ხუნძებისა და აზერბაიჯანელებისაგან ქირაობდნენ. შედარებით ნაკლებ მნიშვნელოვანი იყო მიწათმოქმედება. სახვნელი მიწები, სათიბებისა და საძოვრებისაგან განსხვავებით, რუთულელებს პირად საკუთრებაში ჰქონდათ.

შინამრეწველობიდან და ხელოსნობიდან კერამიკული ჭურჭლის დამზადება, ტყავის ფეხსაცმლის კერვა, მატყლის ნაწარმის წარმოება (მაუდი, თექა, ნაბადი, ხალიჩა, წინდები, ნაქსოვი ფეხსაცმელი) იყო განვითარებული. კერამიკულ ნივთებს სამეთუნეო ჩარხის გარეშე აკეთებდნენ. იცოდნენ ქვის, სპილენძის, ვერცხლის დამუშავება. რუთულები ნუხის, ახტახის, ყა ზიყუმუხის ბაზრებში მეცხოველეობის პროდუქტების ნამეტს ყიდდნენ. სამაგიეროდ აქვე იძენდნენ პურს და ფაბრიკულ ნაწარმს. რუთულელთა სოფლები ძნელად მისადგომ ადგილებში იყო აშენებული; ისინი შემოზღუდული იყო თავდაცვითი კედლებით, სასიგნალო და თავდასაცავი კოშკებით. ყოველი სოფელი უბნებად იყოფოდა, რომლებშიც თოხუმები იყვნენ განსახლებულნი. მეჩეთი ყველა უბანში ჰქონდათ.

რუთულები სუნიტი მუსლიმები არიან. ეს რელიგია მათ შორის X-XI საუკუნეებში გავრცელდა. შემორჩენილი იყო წარმართული რწმენა-წარმოდგენებიც (წინაპართა თაყვანისცემა, მაგიური ქმედებები). როდესაც რუთულელს კრძალავდნენ, მას საფლავში წმინდანთა საფლავების თავზე აღმართული ნეგებობებიდან მოტანილ ქვას ატანდნენ. დღესასწაულებს შორის ყველაზე აღსანიშნავია კალენდარული წლისა და გაზაფხულის აღმნიშვნელი დღესასწაული ერ ი. ეს იყო საერთო-სასოფლო დღესასწაული, რომელიც თეატრალიზებული ნიღბიანი წარმოდგენით მთავრდებოდა. აღნიშნავდნენ მამაკაცთა გაერთიანებების სეზონის დამთავრებას.

ძირითადად გარიგებითი ქორწინება იცოდნენ. თუმცა იშვიათი არ იყო აკვანში დანიშვნა, მოტაცება, ლევირატი და სორორატი. შემორჩენილი იყო პატრიარქალური ურთიერთობები: ქალები ემორჩილებოდნენ მამაკაცებს, უმცროსები უფროსებს.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რუთულები“-დან