რუთულური ენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რუთულური ენა კავკასიაში (წითლად)

რუთულური ენა, მუხუდური ენა (თვითწოდება мыхIадабыр) — კავკასიურ ენათა ოჯახის, ნახურ-დაღესტნურ ენათა ჯგუფის, ლეზგიურ ენათა ქვეჯგუფის ერთ-ერთი ენა.

გავრცელებულია დაღესტანში — რუთულისა და ახტის რაიონებში, აზერბაიჯანშიკახისა და შაქის რაიონებში, თურქეთსა და სირიაში.

რუთულური ენას აქვს ოთხი კილო: რუთულური, შინაზური, მუხრეკულ-იხრეკული და ბორჩულ-ხინავური. დამახასიათებელია ხმოვანთა და თანხმოვანთა რთული სისტემა: 14 ხმოვანი, 38 თანხმოვანი, მახვილი დინამიკური და ტონურ-მელოდიკურია, ლექსიკა ნასესხები და საკუთარი;

გრამატიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუთულური ენისთვის დამახასიათებელია სახელთა მარტივი, წარმოებული, რთული ფუძეები, მრავლობითი რიცხვის ნაირგვარი ბოლოსართები; ოთხი ძირითადი ბრუნვა: სახელობითი, მოთხრობითი, ნათესაობითი, მიცემითი.; მრავალსერიიანი ერთ- და ორთანდებულიანი ბრუნვები; სახელთა წარმომომქმნელ ნიშანთა სიმცირე; ზმნის მორფოლოგიური კატეგორიები: გრამატიკული კლასები, ასპექტი, დრო, კილო; სახელმზნური ფორმები: აბსოლუტივი, ინფინიტივი, ინფინიტივ-მასდარი, მიმღეობა. ზმნაში, ზოგ ნაცვალსახელსა და მსაზღვრელ სახელში განირჩევა 4 — მამაკაცის, ქალის, ცხოველის, საგან-ნივთის — კლასი; მრავლობით რიცხვში ყველა კლასი გაერთიანებულია ერთ კლასად (კლასის ნიშანი გაგებულია მრ. რიცხვისად). მოეპოვება ადგილისა და დროის საგარემოებო სიტყვათა სერიები, უარყოფისა და კითხვის ნაწილაკები, ადგილ-მიმართულების აღმნიშვნელი წინდებულები ზმნაში და თანდებულები სახელში; სინტაქსური კონსტრუქციები — ნომინატიური, ერგატიული, დატიური.

რუთულელები (მუხადები) ორენოვანი ხალხია. სატომთაშორისო ენად იყენებენ რუსულსა და აზერბაიჯანულ ენებს; სწავლა — რუსულად (1952 წლამდე აზერბაიჯანულად).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]