მარკ რუბინშტეინი
მარკ რუბინშტეინი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 13 (26) ნოემბერი, 1915 |
დაბ. ადგილი | თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდ. თარიღი | 29 ივნისი, 1978 (62 წლის) |
გარდ. ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
საქმიანობა | გეოლოგი |
ჯილდოები | საპატიო ნიშნის ორდენი |
მარკ მიხეილის ძე რუბინშტეინი (დ. 26 ნოემბერი [ძვ. სტ. 13 ნოემბერი], 1915, თბილისი, საქართველო, — გ. 29 ივნისი, 1978, იქვე]) — საბჭოთა გეოლოგი, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1974), გეოლოგიის მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1967), პროფესორი (1968). სკკპ წევრი 1944-იდან. 1938 წელს დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი. 1945-იდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1954-1955 ხელმძღვანელობდა პეტროგრაფიის განყოფილებას, 1955-იდან — ქანების აბსოლუტური ასაკის ლაბორატორიას. 1969-1976 იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1944–1954) და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1954-იდან).
რუბინშტეინის შრომები ძირითადად შეეხება აბსოლუტური გეოქრონოლოგიის, სეისმოტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიის საკითხებს. საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია (1973). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით და მედლით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ჯავრიშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 465.
- Pages with image sizes containing extra px
- დაბადებული 26 ნოემბერი
- დაბადებული 1915
- თბილისში დაბადებულები
- გარდაცვლილი 29 ივნისი
- გარდაცვლილი 1978
- თბილისში გარდაცვლილები
- საპატიო ნიშნის ორდენის კავალრები
- ქართველი გეოლოგები
- საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტები
- საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტის კურსდამთავრებულები