როუზ კენედი
როუზ კენედი | |
---|---|
კენედი 1967 წელს | |
დაბადების სახელი | როუზ ელიზაბეტ ფიცჯერალდი |
დაბადების თარიღი |
22 ივლისი, 1890 ბოსტონი, მასაჩუსეტსი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
22 იანვარი, 1995 (104 წლის) მასაჩუსეტსი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
საქმიანობა | ქველმოქმედი |
მეუღლე(ები) | ჯოზეფ ფ. კენედი (1914-1964) |
შვილ(ებ)ი | 9 |
მშობლები |
მამა: ჯონ ფ. ფიცჯერალდი დედა: მერი ჯოზეფინ ჰენონი |
როუზ ელიზაბეტ ფიცჯერალდ კენედი (ინგლ. Rose Elizabeth Fitzgerald Kennedy; დ. 22 ივლისი, 1890 – გ. 22 იანვარი, 1995) —ამერიკელი ქველმოქმედი და კენედის ოჯახის წევრი. ღრმად იყო ჩაფლული ბოსტონის ირლანდიურ კათოლიკურ საზოგადოებაში „მაქმანის ფარდაში“, რომლის მერიც მამამისი ჯონ ფ. ფიცჯერალდი იყო. კენედი იყო ბიზნესმენისა და ინვესტორის ჯოზეფ კენედი უფროსის ცოლი, რომელიც იყო შეერთებული შტატების ელჩი გაერთიანებულ სამეფოში. წყვილს 9 შვილი ეყოლა, მათ შორის: პრეზიდენტი ჯონ კენედი, სენატორი რობერტ ფ. კენედი და ასევე სენატორი ტედ კენედი.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]როუზი დაიბადა გარდენ კორტში [1] ბოსტონში, მასაჩუსეტსის ჩრდილო-ენდის რაიონში. ის იყო ბოსტონის მერის ჯონ ფრენსის „ჰანი ფიცს“ ფიცჯერალდისა და მერი ჟოზეფინ „ჯოზი“ ჰანონის ექვსი შვილიდან უფროსი. [2] მისი და-ძმები იყვნენ აგნესი, თომასი, ჯონ უმცროსი, იუნისი და ფრედერიკი.
ბავშვობაში ცხოვრობდა იტალიურ / მანსარდის სტილის სახლში დორჩესტერში, მასაჩუსეტსის ეშმონტ ჰილში და სწავლობდა ადგილობრივ გოგონების ლათინურ სკოლაში.
ფიცჯერალდი სწავლობდა მონასტრის სკოლაში Kasteel Bloemendal-ში, ვაალსში, ნიდერლანდებში. დაამთავრა დორჩესტერის საშუალო სკოლა 1906 წელს. იგი ასევე დადიოდა ბოსტონის ახალი ინგლისის კონსერვატორიაში, სადაც სწავლობდა ფორტეპიანოზე დაკვრას. მას შემდეგ, რაც მამამისმა უარი უთხრა უელსლის კოლეჯში სწავლაზე, ფიცჯერალდი ჩაირიცხა მანჰეტენვილის წმინდა გულის კოლეჯში (როგორც მაშინ ცნობილი იყო). 1908 წელს ფიცჯერალდი და მისი მამა გაემგზავრნენ ევროპის ტურნეში. მას და ჰანი ფიცს ჰქონდათ პირადი შეხვედრა რომის პაპ პიუს X-თან ვატიკანში .
ქორწინება და ოჯახური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1914 წლის 7 ოქტომბერს, 24 წლის ასაკში, შვიდ წელზე მეტ ხნიანი სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ იგი დაქორწინდა ჯოზეფ პატრიკ "ჯო" კენედიზე. ხანგრძლივი შეყვარებულობა ნაწილობრივ განპირობებული იყო მამა კენედის უკმაყოფილებით. მისი საქმრო ჯოზეფი იყო ბიზნესმენის/პოლიტიკოსის პიჯეი კენედის (მამამისის პოლიტიკური კონკურენტი) და მერი ავგუსტა ჰიკის უფროსი ვაჟი. ისინი თავდაპირველად ცხოვრობდნენ ბრუკლაინში, მასაჩუსეტსში, რომელიც ახლა არის ჯონ ფიცჯერალდ კენედის ეროვნული ისტორიული ადგილი, მოგვიანებით კი 15-ოთახიან დასასვენებელი სახლში ჰიანის პორტში, კეიპ კოდზე გადავიდნენ საცხოვრებლად, რომელიც შემდგომ გახდა კენედის ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი სახლი. მათი ცხრა შვილი იყვნენ: ჯოზეფ უმცროსი (ჯო), ჯონი (ჯეკი), როუზი (როზმარი), კეტლინი (კიკი), იუნისი, პატრიცია (პეტი), რობერტი (ბობი), ჟანი და ედუარდი (ტედი) .
ჯოზეფი უზრუნველყოფდა მათ ოჯახს, მაგრამ იგი მეუღლის მიმართ ერთგულებით არ გამოირჩეოდა. ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ გლორია სვანსონთან. როდესაც როუზი რვა თვის ორსული იყო წყვილის მეოთხე შვილზე, კეტლინზე, ის დროებით მშობლებთან ცხოვრობდა და დაბრუნდა ჯოზეფთან მას შემდეგ, რაც მამამ უთხრა, რომ განქორწინება არ იყო გამოსავალი. ქმრის სასიყვარულო ურთიერთობებზე თვალის დახუჭვისას როუზი მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული მედიკამენტებზე. რონალდ კესლერმა აღმოაჩინა რეცეპტით გაცემული დამამშვიდებლების ჩანაწერები: Seconal, Placidyl, Librium და Dalmane, რომლებსაც როუზი ნერვიულობისა და სტრესის შესამსუბუქებლად სვამდა.
როუზ კენედი მთელი ცხოვრების განმავლობაში კათოლიკე [3] იყო. 100 წლის ასაკშიც კი, ის იშვიათად გამოტოვებდა საეკლესიო საკვირაო შეხვედრებს. მისი ღრმამორწმუნეობა ხშირად გამხდარა შვილებთან უთანხმოების საგანი. [4] ჟაკლინ კენედიმ აღწერა თავისი დედამთილი მამა ჯოზეფ ლეონარდთან, ირლანდიელ მღვდელთან მიმოწერაში: „არ მგონია, რომ ჯეკის დედა ძალიან ჭკვიანია;- მას ურჩევნია როზარიის, ლოცვის წარმოთქმა, ვიდრე წიგნის წაკითხვა.“ [5]
შემდგომ წლებში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ, რაც მისი ვაჟი ჯონი პრეზიდენტად აირჩიეს 1960 წელს, როუზი გაიცნო საზოგადოებამ.
1984 წელს ინსულტის გადატანის შემდეგ, იგი სიცოცხლის დარჩენილი თერთმეტი წლის განმავლობაში იყენებდა ინვალიდის ეტლს. ცხოვრობდა კენედის კომპლექსში ჰიანის პორტში, მასაჩუსეტსში, მასზე ზრუნავდნენ კერძო ექთნები და პერსონალი.
გარდაიცვალა 1995 წლის 22 იანვარს, გართულებული პნევმონიით, 104 წლის ასაკში. როუზ კენედი დაკრძალეს მის ქმართან ერთად, ჰოლიჰუდის სასაფლაოზე, ბრუკლაინში, მასაჩუსეტსში.
1951 წელს რომის პაპმა პიუს XII-მ კენედის მიანიჭა გრაფინიას წოდება მისი „სამაგალითო დედობისა და მრავალი საქველმოქმედო საქმიანობის“ გამო. ირლანდიაში მის პატივსაცემად არსებობს როუზ ფიცჯერალდ კენედის ხიდი. 2020 წლის მდგომარეობით, ეს არის ყველაზე გრძელი ხიდი ირლანდიაში.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Kennedy, Rose Fitzgerald (1974). Times To Remember. Doubleday and Company. ISBN 9780385016254. [6]
- Kennedy, Rose Fitzgerald (1995). Times To Remember. Doubleday and Company. ISBN 978-0-38547-657-7. [7]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Nasaw, David. The Patriarch: The Remarkable Life and Turbulent Times of Joseph P. Kennedy (2012), scholarly biography of her husband
- Perry, Barbara A. Rose Kennedy: The Life and Times of a Political Matriarch (W.W. Norton & Company; 2013)
- Shriver, Timothy. "Fully Alive: Discovering What Matters Most," (Sarah Crichton Books-Farrar, Straus and Giroux, 2014)
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ North End Walk: N5: Rose Fitzgerald Kennedy Birthplace: 4 Garden Court. Boston Women's Heritage Trail (February 22, 2001). დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 22, 2001. ციტირების თარიღი: June 20, 2015
- ↑ Goodwin, Doris Kearns (2001). The Fitzgeralds and the Kennedys: An American Saga. Simon and Schuster. pp.88–89.
- ↑ Biography: Rose Kennedy. American Experience. PBS. ციტირების თარიღი: March 19, 2017
- ↑ Obituary: Rose Kennedy. The Independent.
- ↑ Letters from Jackie, The Irish Times, May 13, 2014
- ↑ Times To Remember 1974 edition.
- ↑ Times to Remember 1995 edition. ISBN 0385476574.